in

სანიტარი რობოტი ბაქტერიების წინააღმდეგ – CleanseBot

veon
veon

თუ მოგზაურობა თქვენთვის ჰიგიენასთან დაკავშირებულ შიშებს უკავშირდება, ანუ როცა სასტუმროში დარჩენა გიწევთ, იწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რამდენად სუფთაა თეთრეული რომელშიც უნდა დაიძინოთ, სტარტაპერებმა თქვენთვის რობოტი შექმნეს. CleanseBot  სწორედ ისაა, ვინც უნდა შეუშვათ საწოლში და დაელოდოთ, როგორ გაწმენდს მას ბაქტერიებისგან 99%-ით. ის მოძრაობს, როგორც იატაკის მწმენდავ რობოტებს სჩვევიათ და არამხოლოდ საწოლზე. მისი მეშვეობით ბაქტერიებთან ბრძოლა სხვადასხვა ზედაპირებზე შეგიძლიათ, იქნება ეს ლეპტოპი, სამზარეულოს მაგიდა თუ სმარტფონი. ასევე, შეგიძლიათ გაწმინდოთ ბავშვის ფუმფულა სათამაშო, რომელიც, ნამდვილად, ბაქტერიების ბუდეა.

CleanseBot 18 სენსორითაა აღჭურვილი, ასევე, აქვს სპეციალური, UV-C ნათურები, რომელთა დახმარებითაც ის ბაქტერიებსა და მტვრის ნაწილაკებსაც კი ანადგურებს. რობოტს რამდენიმე რეჟიმი აქვს. მაგალითად, ზეწრის რეჟიმი მთლიანად მსგავსი ზედაპირის გასუფთავებაზეა მორგებული. CleanseBot ავტონომიურად მოძრაობს და არ გადმოვარდება საწოლიდან, წმენდის პროცესში.

რობოტის სრულად დასამუხტად ოთხი საათია საჭირო, ყოველი დამუხტვის შემდეგ კი მას 3 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა. მისი ფასი კი 99 დოლარია.

“ერთი დიდი სუპერმარკეტერი” კინოთეატრ Cavea-ს მარკეტინგის სათავეში

Converse-ისა და “The Stranger Things“-ის ვარსკვლავის კოლაბორაცია