სტარტაპმა Clearview AI, სამართალდამცავებისთვის, რევოლუციური, ვებზე დაფუძნებული სადაზვერვო პლატფორმა შეიმუშავა, რომელიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. იგი უდიდეს მონაცემთა ბაზას — 10 მილიარდზე მეტი სახის გამოსახულების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.
ახლა კი სტარტაპი იდენტიფიკაციის პროცესის გაძლიერებას გეგმავს და სურს, ჩვენი გამოსახულების ამოცნობა მაშინაც კი შეძლოს, როცა დავბერდებით. თუმცა ამის პარალელურად, მას სასამართლოში კონფიდენციალურობის დარღვევაზე ედავებიან. ზოგიერთს კი საერთოდ მისი აკრძალვა სურს.
მიუხედავად ამისა, Clearview AI მეტი პერსონალის დასაქმებასა და განვითარებას აპირებს. უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად კი თავის ზომას მესამედით გაზრდის. მათ ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო სფეროშიც კი გამოცადეს. კანადაში მაკგილის უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სამ განსხვავებულ ჯგუფად გაანაწილეს. პირველ ჯგუფს ინსტრუქციებს დისტანციური მასწავლებლები აძლევდა, მეორეს — ხელოვნური ინტელექტი,ვირტუალური ოპერატიული ასისტენტი VOA, მესამეს კი საერთოდ არავინ.
დაადგინეს, რომ მეორე ჯგუფის სტუდენტებმა ქირურგიული უნარები 2.6-ჯერ უფრო სწრაფად აითვისეს და 36 პროცენტით უკეთესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე დისტანციური მასწავლებლების ჯგუფს. გამოდის, ხელოვნური ინტელექტი სტუდენტებს ტვინის ქირურგიის ჩატარებას უკეთესად ასწავლის.
ხოლო სტარტაპები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, RISC-V-ს მიმართავენ. ასე ლიცენზირების საფასურს თავიდან იცილებენ და უფრო პატარა პროცესორებს ქმნიან, რომლებიც ნაკლებ ტრანზისტორებსაც მოითხოვს. შედეგად მიღებული პროდუქტები გაცილებით ენერგოეფექტურია. RISC-V არქიტექტურაზე დაფუძნებული ჩიპების რაოდენობა კი 2027 წლამდე წელიწადში 73.6 პროცენტით გაიზრდება.













