in

Click Events-ის საახალწლო გეგმები

დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული 2020 წლის ბოლოს, აუცილებელია დადებითი ემოციების გაცემა და ზრუნვის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ. ამისთვის კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების, თანამშრომლების თუ საქმიანი პარტნიორებისთვის მადლობის და ერთგულების ნიშნად, განსაკუთრებული სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა.

თუმცა, ეს ერთი შეხედვით სასიამოვნო პროცესი, შესაძლოა, სანერვიულო და დამაბნეველი აღმოჩნდეს, რადგან საჩუქრის მოფიქრება, მოძიება, ყიდვა, ლამაზად გაფორმება, გაგზავნა და თან ეს ყველაფერი დისტანციურად, COVID პანდემიის პირობებში, უკვე მართლაც სტრესულია.

ამ ყველაფრის ორგანიზებაში Click Events დაგეხმარებათ, თქვენი მოთხოვნების და ბიუჯეტის შესაბამისად შეგარჩევინებთ საჩუქრებს, მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით და აგაცილებთ ყველა რუტინულ პრობლემას ამ პროცესში.

„აღსანიშნავია, რომ წელს როგორც უმეტესი კომპანია, Click Events-იც იმ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობს, ვინც საქართველოში აწარმოებს პროდუქციას. ამიტომ, პირველ რიგში, გთავაზობთ ადგილობრივ ბაზარზე დამზადებულ პროდუქციას.

ბევრნაირი საჩუქარი არსებობს, ხოლო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი საჩუქრის შექმნას კი  განსაკუთრებული გუნდი და გამოცდილება სჭირდება, ისეთის როგორც Click Events-ია“.

კომპანიის შესახებ

Click Events – ივენთ მენეჯმენტის სააგენტო ბაზარზე რამდენიმე წელია არსებობს და ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

2020 წელს კომპანიას ახალი გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა. პანდემიის საწყის ეტაპზევე მოახდინა თავისი პროფილის გაფართოება, კერძოდ, „ონლაინ “პროდუქტის შექმნა, რაც არის ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში გადატანა, კონცეფციის შექმნა, პროდიუსინგი, გადაღება და საბოლოო პროდუქტის დადება. ასეთი მასშტაბური პროექტები იყო მაგალითად, Oriflame Georgia – 20 წელი საქართველოში, განათლების სამინისტროს პროექტი „ევროპელ მკვლევართა ღამე“, სპეციალურად საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელის კამპანია  „შექმენი ოცნებები“ და სხვა.

თუმცა, პირველ რიგში, ეს არის გუნდი, რომელშიც გაერთიანებული არიან ადამიანები, თავისი საქმის პროფესიონალები, სოფო ნაცვლიშვილი, მაკა ყუბუსიძე და ცისია გლურჯიძე, რომლებმაც ზუსტად იპოვეს მოწოდება და სიყვარული ამ საქმის მიმართ. 

საიმედო პარტნიორი, მაღალი პასუხისმგებლობა და მაღალ დონეზე შესრულებული პროექტები, ეს არის ამ კომპანიის ხელწერა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

კლასიკური და თანამედროვე ფორმების სინთეზით შექმნილი ხალიჩა

ახალი კვლევა – როგორ მოქმედებს მარტოობა ჩვენს ტვინზე?