in

TBWA-მ შექმნა ფონტი, რომელიც კლიმატის კრიზისზე გესაუბრებათ

ფონტით სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც კლიმატურ პრობლემებზე სურს საუბარი

კლიმატური კრიზისისა და პლანეტაზე მისი დრამატული გავლენის გადმოცემა სააგენტო TBWA-მ ფონტის სახით გადაწყვიტა. ფონტი გამოცემა Helsingin Sanomat-ისთვის შეიქმნა, რომელიც კლიმატურ პრობლემებს სწორედ The Climate Crisis Font-ით გააშუქებს. ფონტი ხელმისაწვდომია ყველა მედიასაშუალების, ორგანიზაციისა თუ ინდივიდისთვის, რომელსაც კლიმატის პრობლემებზე სურს საუბარი. ფონტის კონცეფცია გვიჩვენებს თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის National Snow and Ice Data Center’s (NSIDC) მაჩვენებლებს 1979-2019 წლებში და წარმოაჩენს პროგნოზს 2050 წლამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი სათაური, კომენტარი ან სტატია სწორედ ამ სახით ისაუბრებს კლიმატურ გამოწვევებზე. ამგვარად, Helsingin Sanomat-ს სურს შეახსენოს საზოგადოებას, რომ მსოფლიო ქაოსის მიუხედავად, არ შეიძლება კლიმატის პრობლემის დავიწყება. შრიფტი განკუთვნილია ცნობადობის ასამაღლებლად და საზოგადოების მოქმედებისაკენ გამოსაღვიძებლად.

ნიკა ქურდიანი SME Banking Awards-ზე, „წლის SME ბანკირის“ ნომინანტია!

MCCANN-ის რობ რაილი WPP-ს გლობალური აღმასრულებელი კრეატიული ოფიცერი გახდა