Clio Awards 2020-ზე განაცხადების მიღება დაიწყო. ეს შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალია – სატელევიზიო და რადიო რეკლამების კონკურსი, პირველად, 1959 წელს ჩატარდა. მისი მნიშვნელობა რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით, რომ მაგალითად შარშან, Clio Awards-ზე, გრან-პრი Droga5 New York-მა აიღო, ოქრო – Leo Burnett Madrid-მა, ასევე – Apple-ის კამპანიამ. წელს, „კლიო“ 61-ედ, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნამუშევრებს, 22 კატეგორიაში გამოავლენს.
Clio Awards-ზე განაცხადების გაგზავნის პირველი „დედლაინი“ 2020 წლის 20 მარტია. ფესტივალზე ნამუშევრების გაგზავნა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც სხვა ბრენდ(ებ)ის სამიზნე აუდიტორიისთვის ქმნიან პროდუქტს. ასევე – ბრენდებს, რომლებიც საზოგადოებას კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას ან პროდუქტს სთავაზობს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
ქართული სააგენტო, რომელმაც პირველი Clio მიიღო [ბოლო დეკადის განმავლობაში], watergunz-ია.
https://www.marketer.ge/watergunz-clio-awards-bronze/
როგორც სააგენტოს სტრატეგი ელენე გუგუშვილი ამბობს, სარეკლამო და ზოგადად, მთელი შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის Clio ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ათიათასობით განაცხადს იღებს.
„Clio Awards-ის მთავარი მიზანი სარეკლამო კონტენტის შემოქმედებითი ინოვაციურობის და სრულყოფილების კუთხით აღიარებაა. თუმცა, საკმაოდ რთულია ამ აღიარების მოპოვება, რადგან პირველი ეტაპის გადალახვას მიღებული განაცხადების მხოლოდ 10% ახერხებს; მათგან კი ჯილდოს კი მხოლოდ 3% იმსახურებს. Clio Awards, გარკვეულწილად, ამერიკული სარეკლამო ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი კვალი დაჰყვება, რაც ხდის მას გამორჩეულს სხვა პრესტიჟული ფესტივალებისგან. სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ ყველაზე ცნობილ სერიალში Mad Men-ში კარგად ჩანს რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ამ ჯილდოს და რას ნიშნავს Clio-ს აღიარების მოპოვება“.
ელენე გუგუშვილი ამბობს, რომ განაცხადის გაკეთებისას მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ/კომპანიამ კრიტიკულად შეაფასოს ნამუშევარი, რომლის გაგზავნასაც აპირებს.
„ამისთვის, შეგვიძლია ეს კითხვები დავსვათ: არის თუ არა ჩვენი ნამუშევარი ორიგინალური და შთამაგონებელი? არის თუ არა ჩვენი ნამუშევარი BOLD და თამამი? შევძლებთ თუ არა სხვა სააგენტოებში გამოვიწვიოთ შეგრძნება: „ნეტავ ეს ჩვენ გაგვეკეთებინა“?
ძირითადი და ტექნიკური ინფორმაციის შევსებასთან ერთად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სინოფსისზე, სადაც მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი entry-ს მთავარი მიზანი; მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმის ახსნაზე, თუ რითი არის იდეა კრეატიული და გამორჩეული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სინოფსისში კულტურული კონტექსტის ახსნა, რადგან ჟიურის არ აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ კულტურულ გარემოებებზე, „ინსაითებზე“, თუ სოციალურ ქცევებზე, რომლებზეც ავაგეთ ჩვენი ნამუშევარი.
როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ რთულია ამ ფესტივალში ჯილდოს მოპოვება. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან ეს იყო watergunz-ის პირველი სოციალური კამპანია, რომელმაც „კლიოს ჯილდო“ პირველად შემოიტანა საქართველოში. კონკურენტებს რაც შეეხება, Film Technique-ში, კატეგორიაში Sound Design 27 ნამუშევარი „დაშორთლისტდა“. „გულგრილობის ხმა“ ისეთი ცნობილი ნამუშევრების გვერდით განიხილებოდა, როგორებიცაა: John Lewis & Partners – The Boy With The Piano; Reebok – Storm The Court; New York Times -The Truth Is Worth It: Fearlessness. მოცემულ კატეგორიაში ასეთ უძლიერეს კამპანიებს გავუწიეთ კონკურენცია და ჯილდოც დავიმსახურეთ. ეს ძალიან დიდი სტიმული და კიდევ ერთი მტკიცებულებაა საქართველოსგან, რომ ჩვენც შეგვიძლია ისეთი პროდუქტის „დადება“, რომელიც მსოფლიო შემოქმედებით რუკაზე საპატიო ადგილს იკავებს“.