ველოსიპედებით სიარულის კულტურა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. განსაკუთრებით კომფორტული კი ელექტრო ველოსიპედებია, რომლებიც შედარებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თანაც, ხშირად იპარავენ ხოლმე. ამ პრობლემის გადასაჭრელად და კომფორტის მარტივი გზით მისაღებად, ბრუკლინში დაფუძნებულმა სტარტაპმა პორტატული მოწყობილობა CLIP შექმნა, რომელიც ნებისმიერ ჩვეულებრივ ველოსიპედს ელექტროდ გარდაქმნის.
CLIP ძალიან მსუბუქია და ადვილია მისი ზურგჩანთით ტარება, როდესაც ცოტა ხნით ელექტროს ნაცვლად ჩვეულებრივი პელოსიპედით გსურთ გადაადგილება, ან უბრალოდ გეშინიათ, ვინმემ არ მოიპაროს ის – “გამოსავალი უნდა ყოფილიყო პორტატული და მსუბუქი”. – ამბობენ სტარტაპერები. მის დასატენად კი საკმარისია სულ რაღაც 40 წუთი.