in

ასეთი იყო 2022 წელი „კლიპარტისთვის“

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ განვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე „კლიპარტის“ კომერციული დირექტორი თამთა კალანდაძე გვიყვება.

თამთა კალანდაძე

კიდევ უფრო განვავითარეთ მედიამარკეტინგი – ის, რაც ქართულ ბაზარზე ისედაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ამის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ 2023 წლიდან ჩვენს დამკვეთებს მედიადაგეგმარებას უცხოურ ბაზარზეც შევთავაზებთ და მათ მსოფლიოს წამყვან არხებთან კომუნიკაციაში დავეხმარებით, მათ შორის, ისეთებთან  როგორებიცაა BBC, CNN და სხვა. 

ციფრული მარკეტინგის გაზრდილი შესაძლებლობები

ციფრული მარკეტინგი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ 2023 წელს გვსურს, ეს მიმართულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და საუკეთესო სარეკლამო პლატფორმების გამოყენებით დამკვეთებს გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ.

კონტენტმარკეტინგის გაფართოებული გუნდი

ჩვენმა კონტენტგუნდმა 2022 წელს არნახული ზრდა განიცადა, რისი მიზანიც ციფრული სივრცისთვის ყველაზე მოთხოვნადი რესურსის შექმნაა. არსებული გუნდით უკვე შეგვიძლია, ნებისმიერი ტიპის კონტენტზე ვიმუშაოთ და ნებისმიერი მასშტაბის პროექტს შევეჭიდოთ. 2022 წელს განხორციელებულ მთავარ პროექტებზე მალე დეტალურად მოგიყვებით.

ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რისკენაც 2022 წელს დიდი ნაბიჯები გადავდგით – დავიწყეთ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობა და გავაფართოვეთ აუთსორსგუნდი.

საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა

დავამყარეთ პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ბრენდებთან და ქართულ ბაზარზე მათ შემოსაყვანად ვაწარმოვეთ კამპანიები. თითოეულ მათგანზე მალე უფრო მეტს შეიტყობთ.

2023 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საერთაშორისო კონტრაქტების რიცხვის ზრდაა.

სიღრმისეულ კომუნიკაციაზე გადასვლა

განვლილი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურების მიმართულებები და კიდევ უფრო ინტენსიურად დავიწყეთ ინტეგრირებული მარკეტინგულ კომუნიკაციის ფორმატით მომსახურების გაწევა ბიზნეს სექტორისთვის.  2023 წელს ვგეგმავთ, მეტად გავზარდოთ თითოეული პროექტის მასშტაბი, აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

მაღალი დონის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება

2022 წელს ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო: საუკეთესო კომუნიკაცია აუდიტორიასთან, საუკეთესო კომუნიკაციის შენარჩუნება პარტნიორებთან, საუკეთესო კომუნიკაციის დამყარება გუნდის წევრებს შორის. 

2023 წელსაც იგივე მიზნებით ვიწყებთ.

ინგლისში 120 წლის წინ სანტასთვის გაგზავნილი წერილი აღმოაჩინეს

აი, როგორია ბრიტანული სააგენტოების საშობაო ბარათები