in

დე, გახსოვს?! – „კლიპარტის“ 3 მარტის კამპანია და მორიგი საჩუქარი დედებს

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებულმა დედებმა უკვე კარგად იციან, რომ 3 მარტს საჩუქრად რაიმე განსაკუთრებულს მიიღებენ. მოლოდინის ეს განცდა „კლიპარტის“ ტრადიციის დამსახურებაა, რომელიც მეხუთე წელია გრძელდება და  ქალბატონებისთვის დედის დღის ზეიმად ქცევას ისახავს მიზნად.

დე, გახსოვს?! ასე დაარქვა „კლიპარტმა“ მის წლევანდელ 3 მარტის კამპანიას, რომელზეც სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსთან“ და „საქართველოს ფოსტასთან“ ერთად იმუშავა. ამჯერად მათ დედებისთვის შვილებთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი მოგონებების გაცოცხლება დაისახეს მიზნად. ამისთვის, კამპანიის გმირებისა და მათი შვილების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი ფოტოები მოიძიეს და მათ ბეჭდურ ვერსიებს „მოგონებების ალბომში“ მოუყარეს თავი. ასეთი საჩუქარი 300-ზე მეტი დედისთვის მომზადდა და თითოეულ მათგანზე „კლიპარტმა“ ინდივიდუალურად იმუშავა.

„თანამედროვე სამყაროში ყველანაირი კონტენტის ციფრული ვერსიაა ხელმისაწვდომი, თუმცა, ვფიქრობთ, ხელშესახებ მოგონებებს მაინც ვერაფერი ჩაანაცვლებს და მათ შეუძლიათ განსაკუთრებულად აღძრან ემოციები. ამიტომაც მოვუყარეთ თავი ალბომებში ბეჭდურ ფოტოებს საუკეთესო „დაფიქისირებულ წამებს“, გვითხრეს „კლიპარტში“.

ალბომის დარჩენილი გვერდების შევსება „კლიპარტმა“ კამპანიის გმირებს მიანდვეს. დედებს შეუძლიათ მასში ნებისმიერი რამ ჩააკრან სამახსოვრო ფოტოები თუ შვილების ნახატები, მათთვის დაწერილი წერილები თუ ასაკის მიხედვით მოხაზული ხელის მტევნები.

„კლიპარტმა“ წლევანდელი საჩუქრები დედებს განსხვავებული შეფუთვით გაუგზავნა ის უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

 „კამპანიის დასკვნით ეტაპზე ვიყავით, როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრების ვიზუალური მხარე უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, გვინდოდა, სიმბოლურად მაინც გამოვხმაურებოდით მიმდინარე მოვლენებს და ამ გზავნილით გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდის ჩავლის შემდეგ, არც ერთ დედას აღარ მოუწევს თავისი შვილის ომში გაშვება“, გვითხრეს „კლიპარტში“.

მოგონებათა ალბომების ციფრული ვერსიებისა და გასული წლების კამპანიების დასათვალიერებლად ეწვიეთ 3 მარტის ოფიციალურ ვებგვერდს – 3march.clp.ge.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველი კომპიუტერი თუ უბრალოდ კალკულატორი ისტორიაში?

Wolt უკრაინელი ხალხის გვერდით!