in

რას ნატრობენ შვილები დედებისთვის – „კლიპარტის“ კამპანია დედის დღესთან დაკავშირებით

ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტომ „კლიპარტმა“ წლევანდელი 3 მარტი განსაკუთრებული საჩუქრით მიულოცა დედებს. მათი შვილების ინტერვიუებს „კლიპარტი“ მთელი წელი აგროვებდა, შემდეგ კი დედებს გაუგზავნა პატარების მხრიდან გამოხატული სიყვარული, რომელიც ამ ინტერვიუებიდან ამოიღო და ორიგინალური ფორმით – ხმოვანი სახით, QR-კოდით დაიტანა მათი შვილების ფოტოებზე.

დედებს სამახსოვროდ დარჩებათ, რას ნატრობდნენ მათი შვილები კონკრეტულ ასაკში და რა სურვილები ჰქონდათ ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ. „კლიპარტის“ წარმომადგენლების თქმით, წლების შემდეგაც, როცა პატარები გაიზრდებიან, ეს ჩანაწერი შეუდარებელ ემოციად დარჩებათ მათ დედებს. ჩანაწერების ნახვა სპეციალურად ამ კამპანიისთვის დამზადებულ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„კლიპარტმა“ შარშანდელი 3 მარტიც ორიგინალურად აღნიშნა. შარშან შვილების მიერ დახატული დედები თოჯინებად აქციეს და „დედის დღე“ ამ თოჯინებით მიულოცეს ჟურნალისტ დედებს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/clipartagency/videos/1578680882181894/?v=1578680882181894″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

პეტ მეთინის იმპროვიზებული შოუ თბილისის ჯაზ ფესტივალზე

დრონით გადაღებული “სიმეტრიული” ბარსელონა