16
Nov
2018

ვაკანსია „კლიპარტში“: „თუ შენ ყველა ჩამოთვლილ „თუს“ აკმაყოფილებ, ესე იგი, ჩვენიანი ხარ!“

16 Nov 2018

სმენა და გაგონება!

იძებნება ხელმძღვანელის უმცროსი ასისტენტი „კლიპარტის“ სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტში.
 
თუ გადაწყვეტილებებს ელვის სისწრაფით იღებ;
თუ შენს მახვილ მზერას არცერთი დეტალი არ გამოეპარება;
თუ ბავშვობაში მეტსახელად „პასუხისმგებლობას“ გეძახდნენ;
თუ აზრების ელექტრონულ ფურცელზე გადმოფრქვევა შენთვის მარტივი ოპერაციაა;
თუ ინიციატივების გამოჩენის დროს სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის და თუ შენ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა „თუს“ აკმაყოფილებ, ესე იგი, ჩვენიანი ხარ!
 
ჩვენთან ბევრ საინტერესო საქმესთან ერთად დაგევალება:
• კომპანიის სტრატეგიულ პროექტებზე მუშაობა;
• გრძელვადიანი პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროში ზუსტად გაწერა და გუნდის მიერ მათი შესრულების მონიტორინგი;
• კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისი ახალი ბიზნესიდეების ინიცირება;
• საქმიან წრეებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებებში ჩართულობა;
• იდეებისა და პროექტების სტრატეგიულ ჭრილში აღქმა და დამუშავება.

აუცილებელია: ინგლისური ენაზე ამინდის გარდა, ნებისმიერ სხვა თემაზე გამართული დიალოგის წარმართვა (B2 დონე).
ტექნიკური უნარები: მაიკროსოფტის სამივე ბურჯი პროგრამის  (ვორდი, ექსელი, ფოვერფოინტი) და ფოტოშოპის საწყის დონეზე ცოდნა.

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა