რთული წარმოსადგენი არ არის იმ დედების რეაქციები, რომლებმაც წელს მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტისგან“ 3 მარტის საჩუქრები მიიღეს. მათი ემოციების ამოკითხვა ნაწილობრივ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებიდანაცაა შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ წელს „კლიპარტმა“, თავისი საავტორო პროექტის „3 მარტის“ ფარგლებში, დედებისთვის მოამზადა გულსაბნევი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით შეიქმნა. ის მხატვარმა სპეციალურად პროექტისთვის წლევანდელი კონცეფციის გათვალისწინებით დახატა.
„გულთან ახლოს“ – ასე ჰქვია დედის დღისთვის შექმნილ ამ უნიკალურ გულსაბნევს. ის ვერცხლზე მინანქრით არის გრავირებული. თითოეული მათგანი ხელით შეასრულა ტიხრული მინანქრის ოსტატმა ელენე კინკაძემ, რომელიც უკვე მრავალი წელია, მინანქრისგან გამორჩეულ სამკაულებს ქმნის. საერთო ჯამში, პროექტისთვის სულ 500 გულსაბნევი დამზადდა და საჩუქრადაც ამდენივე დედას გადაეცა.
„კავშირი მათ შორის გულისხმიერება და სიფაქიზეა“ – რუსუდან ფეტვიაშვილის ამ ფრაზას იმ ბარათზე ამოიკითხავთ, რომელზედაც გულსაბნევის ფოტოა დატანილი. სწორედ ეს იყო „კლიპარტის“ ჩანაფიქრიც, შექმნილიყო ნახატი, რომელიც დედისა და შვილის ყველაზე ფაქიზ განცდებსა და მათ ღრმა ურთიერთკავშირს გამოხატავდა.
„3 მარტი“ „კლიპარტის“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პროექტია, რომელშიც უკვე მერამდენე წელია, უდიდეს ძალისხმევას დებს ჩვენი გუნდი. წლევანდელი წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია – პირველ რიგში, იმით, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, გვეთანამშრომლა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვართან და მისი უნიკალური ხელწერით შესრულებული ნახატი ულამაზეს გულსაბნევად გვექცია. გვიხარია, რომ ჩვენს ძვირფას დედებს გულთან ახლოს სატარებლად ექნებათ აქსესუარი, რომელიც ყოველ ჯერზე დედაშვილობასთან დაკავშირებულ ყველაზე მძაფრ გრძნობებს გაუცოცხლებთ“, – ამბობენ „კლიპარტში“.
გულსაბნევი „გულთან ახლოს“ სადაზღვევო კომპანია Benefits-ის, Carrefour-ისა და დეველოპერული კომპანია Metropol-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
„ჩვენთვის ყოველთვის სასიხარულოა „კლიპარტთან“ თანამშრომლობა, რადგან უნიკალური კონცეფციებისა და დაუღალავი შრომის დამსახურებით შედეგი ყოველთვის გასაოცარია. ვფიქრობთ, წლევანდელი კამპანია თითოეული დედისთვის კიდევ უფრო ემოციური და გამორჩეული იქნება“, – აცხადებენ სადაზღვევო კომპანია Benefits-ში.
კამპანიის განსაკუთრებულ ემოციურობას ხაზს უსვამს Carrefour-ის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო რამიშვილიც:
„რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი ესკიზი დედების შვილებისადმი ზრუნვასა და უპირობო სიყვარულს ასახავს, რაც, ცხადია, ემოციების გარეშე ვერ დატოვებდა დედებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მათი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ აქსესუარად იქცევა“, – გვითხრა მან.
როგორც Metropol-ში ამბობენ, მათ „3 მარტის“ პროექტის მხარდაჭერა საინტერესო იდეამ და უნიკალურმა კონცეფციამ გადააწყვეტინა. „გვინდოდა, 3 მარტი „კლიპარტთან“ ერთად მიგველოცა დედებისთვის. გვიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით დედებს ექნებათ გულსაბნევი, რომელიც მათ ხშირად შეახსენებს, თუ როგორი ყოვლისშემძლეები არიან,“, – აცხადებენ დეველოპერულ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „კლიპარტი“ უკვე მე-7 წელია, დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ცდილობს, თავის პარტნიორ დედებს 3 მარტი უნიკალური საჩუქრებით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ უქციოს. საჩუქრების კონცეფცია ყოველთვის განსხვავებულია, მთავარი კი დედებში განსაკუთრებული ემოციების გამოწვევა და მოულოდნელობის ეფექტია. ფაქტია, ამ მიზნის მიღწევას სააგენტოს გუნდი ყოველ წელს ახერხებს.
გასული წლების კამპანიების ნახვას შეძლებთ „3 მარტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]