ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტები უკვე მრავლადაა — ChatGPT, Bing, Bard და სხვა. მათ ინტერნეტის ყველა კუთხეში ვაწყდებით… გამონაკლისი არც პირველი ციფრული ასისტენტია, რომელსაც Clippy-ის სახელით ვიცნობთ. ეს უკანასკნელი მაიკროსოფტს ეკუთვნოდა და შექმნის მთავარი არსი ციფრული ცხოვრების გაადვილება იყო.
2003 წელს „კლიპის“ პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის პოპ-კულტურის ისეთ ნაწილში შევიდა, რომელშიც ხალხმა მიმად აქცია. კომპანიამ ის 2019 წელს დააბრუნა, მაგრამ იმავე დღეს გააუქმა, შემდეგ კი კვლავ წარადგინა 2021-ში, როგორც ემოჯი.
ამჟამად Microsoft-ის არაავტორიზებულ აპლიკაციაში Firecube-მა „კლიპი“ კვლავ დააბრუნა. ახლა უკვე მისი როლი ChatGPT-ის ინტერფეისის მორგებაა, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე აქტუალურ კითხვებზე უპასუხებს. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტექნიკური გიგანტი ოფიციალურად მიიღებს მას CoPilot AI-ის სახით.