ცუდი სუნი პირის ღრუში ის უხერხული მოვლენაა, რომელიც დისკომფორტს ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. საღეჭი რეზინის მწარმოებელმა კომპანია Clorets-მა სააგენტო Ogilvy-ის დახმარებით თავისი პროდუქტისთვის სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი მოამზადა და მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს მარტივი გამოსავალიც შესთავაზა.