„აქტუალური მუსიკის ფესტივალი“ 2005 წლიდან იმართება და ყოველი წელს მასშტაბი შესამჩნევად იზრდება. მისი თავდაპირველი მიზანი ორი ქვეყნის, საქართველოსა და შვეიცარიის მუსიკალური დაახლოვება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალის იდეის ავტორი, მუსიკოსი თამარ კორძაია უკვე წლების განმავლობაში სწორედ შვეიცარიაში მოღვაწეობს.
განსხვავებული იქნება ფესტივალის 2021 წლის გამოშვებაც, რომელიც 27 ივნისს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
წლევანდელ ფესტივალს, “Leno Records”-ში ხსნის ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელზეც ქართული მუსიკალური ავანგარდის ამ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ნაწარმოები შესრულდება
ფესტივალის მეორე დღეს, 28 ივნისს ახალ თეატრში გახსნის შვეიცარელ-ჰოლანდიელი საუნდ-არტისტი და კომპოზიტორი კეტი ვან ეკი.
თავის პერფორმანსში იგი ერთი შეხედვით რუტინულ საგნებსა და ნივთებში მუსიკალურობას აღვიძებს და გაბედულად იკვლევს ელექტრონულ და აკუსტიკურ მოვლენებს ისე, რომ ინტიმურობას და თავისთვის დამახასიათებელ იუმორს არასდროს კარგავს.
შემდეგი კონცერტი, 29 ივნისს ახალი თეატრის სცენა უმასპინძლებს და ის გაიხსნება კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტით, ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის სპეცილაურად ფესტივალისთვის შექმნილი სეტით.
საღამოს მეორე ნაწილი თეატრის მთლიან სივრცეს დაიპყრობს:
გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძე, გიორგი კობერიძე და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის.
30 ივნისს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაეცნობით შვეიცარიელ პიანისტის და კომპოზიტორის, ჟაკ დემიერის თვითმყოფად და ფანტაზიით სავსე მუსიკას. მის იმპროვიზაციებს სრულიად ახალი და უჩვეულო მუსიკალური ფერები ახასიათებს. განსაკუთრებით კი არტისტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია, როიალის უსასრულო, მონუმენტური ჟღერადობა.
Сlose Encounters-ის ტრადიციულ რეგიონებში გასვლით საღამოს, წელს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1 ივლისს უმასპინძლებს.
საღამო თეატრის მთლიან სივრცეს დაიპყრობს:
გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძე, გიორგი კობერიძე და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული მუსიკოსები განსხვავებული შემოქმედებითი პრიორიტეტებით გამოირჩევიან, რაც ამ მულტიმედიურ პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს პროექტი სწორედ Close Encounters– ის ინიციატივით განხორციელდა.
გორის თეატრის სცენა უმასპინძლებს კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტის.
ორ გამორჩეულ შვეიცარიელ იმპროვიზატორის და მათ მიერ სპეცილაურად ფესტივალისთვის შექმნილი დუო სეტის.
2021 წლის ფესტივალი საქართველოში კი დასრულდება კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით, რომელიც შვეიცარელ-ჰოლანდიელმა საუნდ-არტისტმა სპეციალურად Close Encounters 2021-ისთვის შექმნა და რომელსაც რაც შეიძლება მეტი ფესტივალიში მონაწილე მუსიკოსი ერტად შეასრულებს.
ფესტივალის ფარგლებში Creative Education Studio-ში 27-30 ივნისს, ჩატარდება ვორქშოფი მუსიკალური ჟურნალისტიკაში.