in

ნახეთ: 2021 წლის Close-up Photographer-ის გამორჩეული კადრები

კონკურსი, Affinity Photo-სთან თანამშრომლობით, 2018 წელს დაარსდა

კონკურსი Close-up Photographer of the Year მოგვიწოდებს, რომ სამყარო უფრო ახლოდან დავინახოთ… ეს მართლაც ბრძნული რჩევაა, რასაც წარმოუდგენლად ახლო ხედით გადაღებული ფოტოები მოწმობს.

კონკურსი, Affinity Photo-სთან თანამშრომლობით, 2018 წელს დაარსდა და მაკროფოტოგრაფიის მშვენიერებას ასახავს. “მაკროფოტოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი სიხარულია, როცა ობიექტებს ცნობისმოყვარეობით უახლოვდებით. ამ დროს ყველაზე მიწიერი ობიექტი ან სცენაც კი სულისშემძვრელი ხდება” – აღნიშნავს კონკურსის თანადამფუძნებელი ტრეისი კალდერი.

წელს კონკურსში ცხრა კატეგორია მოხვდა, მათ შორის ახალი წყალქვეშა კატეგორია. ექსპერტთა ჯგუფმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფოტო შეაფასა, სტატიაში კი რამდენიმე გამორჩეული კადრია წარმოდგენილი.

პოლ ჰერმანსენი კონკურსის საერთო გამარჯვებულია. ფოტოგრაფმა გასულ წელს აღმოაჩინა, რომ ეზოში განთავსებული ნათურა დეფექტიანი იყო მწერებს “ხაფანგში ითრევდა”. სწორედ ნათურადან ამოყვანილი მწერების კომპოზიცია.

სუდით როდრიგო ახალგაზრდა ფოტოგრაფების კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს. მან ობიექტივში ეზოში მყოფი ობობა მოაქცია.

სახვითი ხელოვნების ფოტოგრაფმა ბრუნო მილიტელიმ ეს შთამბეჭდავი ახლო კადრი საპნის ბუშტებს გადაუღო – მათ გასკდომამდე სულ რაღაც წამია დარჩენილი…

16 წლის ეზრა ბალტონმა შენიშნა, რომ ეს ვირთხა მიტოვებული მანქანის ბორბლიდან იყურებოდა. ეს ფოტო კი ყველასათვის საყვარელ კადრად იქცა.

შესაძლოა, ამ ფოტომ ზღვის პეიზაჟის ფერწერული ნამუშევარიც კი მოგაგონოთ. თუმცა ეს რეიჩელ მაკნალტის მიერ ჯინის ბოთლისთვის გადაღებული ფოტოა – ბოთლიდან არეკლილი შუქი ტალღების ეფექტს ქმნის, ხოლო სანაპიროს ილუზიისთვის ფოლგის რეფლექტორია გამოყენებული.

ხუან გონსალესმა ცხოველების კატეგორიაში მთავარი პრიზი მოიპოვა – ტოტზე მოსიარულე ობობას გრძელი ფეხების ფოტოსთვის.

პეპლებისა და ჭრიჭინების კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო რიპან ბისვასს ეკუთვნის. ზოგიერთი სახეობისთვის კვერცხის დადება რთული ამოცანაა. ჭრიჭინები კვერცხებს წყალში ჩაძირულ მცენარეულობაზე დებენ, რათა კვერცხები ჰაერში არ აღმოჩნდეს. სწორედ ეს კადრია ასახული ფოტოზე.

იტალიელმა ფოტოგრაფმა ალესანდრო გრასომ წყალქვეშა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმსახურა. ფოტოზე ზღვის ნიჟარაში მოთავსებულ პატარა რვაფეხას ვხედავთ.

ეს მომხიბლავი ფოტო, რომელიც ირლანდიელმა ფოტოგრაფმა დარაგ მუდლანმა ბაიკალის ტბაზე გადაიღო, ყინულის ნაპრალს ასახავს.

ეს არის გამარჯვებული ფოტო მცენარეთა და სოკოების კატეგორიაში. ბარი ვების კადრში გამხმარ ფოთოლზე ამოსული პატარა სოკოებია ნაჩვენები.

5 მიზეზი, რატომ არ უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან (ჯერ)

„გაიღვიძეთ სიყვარულისთვის“: ნატალი პორტმანი ახალი MISS DIOR-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს