in

Clubhouse ანდროიდზეც ოფიციალურად ხელმისაწვდომია!

მისი ბეტა ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში გაეშვა

veon
veon

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც Clubhouse iOS-ზე ექსკლუზიურად ჩაეშვა. ახლა კი, აპლიკაცია, ანდროიდზეც ხელმისაწვდომი იქნება. მისი ბეტა ვერსია გუშინ აშშ-ში გაეშვა, თუმცა  ის სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვისაც მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ანდროიდის მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, როდის შეძლებდნენ პოპულარული პლატფორმით სარგებლობას, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. აპლიკაციის ჩამოტვირთვა Google Play Store-დან შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს გარეთ იმყოფებით, წინასწარი რეგისტრაციის შესაძლებლობას მიიღებთ, რომელიც გაცნობებთ, თუ როდის იქნება ქლაბჰაუსი ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

ამ ეტაპზე ქლაბჰაუსის ანდროიდ ვერსიას უამრავი ფუნქცია აკლია, რომელიც iOS-ის აპლიკაციის ნაწილია… მაგრამ როგორც კომპანია გვპირდება, სამომავლო განახლებებით აღნიშნულ ვერსიას შემდეგი ფუნქციები დაემატება:

  • თემის გამოწერა
  • ლოკალიზაცია და აპს-შიდა თარგმანები
  • კლუბის შექმნა ან მისი მენეჯმენტი
  • Twitter ან Instagram ანგარიშის დაკავშირება
  • მომხმარებლის სახელის ან გვარის განახლება
  • გვერდითი გრაფა
  • გადახდები

ცხადია, ანდროიდ ვერსიის შემთხვევაშიც ქლაბჰაუსი მოწვევების პრინციპით იმუშავებს, რაც კომპანიას მომხმარებელთა ზრდის ტემპის კონტროლში ეხმარება.

ვიდრე ანდროიდ ვერსია მასობრივად გახდება ხელმისაწვდომი, კომპანია საზოგადოებისგან უფრო მეტი უკუკავშირის შეგროვებას გეგმავს, რათა ყოველი ხარვეზი გამოასწოროს.

ასე რომ, თუ აშშ-ში არ ცხოვრობთ და ამავდროულად ანდროიდის მომხმარებელი ხართ, ცოტა კიდევ უნდა მოიცადოთ…

TIDA-ს ფარგლებში, „ონლაინ“ სესია  – „ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა