in

Clubhouse კონტენტის შემქმნელებისთვის განკუთვნილ პროგრამას ქმნის

შერჩეული კანდიდატები ყოველთვიური შემოსავლის სახით, 5 000 დოლარს მიიღებენ

veon
veon

როგორც Clubhouse აცხადებს, აუდიოზე დაფუძნებული სოციალური ქსელი, თავისი ახალი პროგრამით “Clubhouse Creator First”, მხარს დაუჭერს კონტენტის შემქმნელებს. მის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, საუბრების გამართვა, აუდიტორიის გაზრდა და მონეტიზაცია.

საწყის ეტაპზე, “ქლაბჰაუსი” 20 კონტენტის შემქმნელს ეძებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ და საკუთარ თავზე გამოსცადონ, როგორ შეიძლება აპლიკაციის გამოყენება, ზემოთ ხსენებული შედეგების მისაღწევად. სოციალური ქსელის დამფუძნებლის პოლ დევიდსონის თქმით, შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ისეთი რესურსები, როგორიცაა საჭირო აღჭურვილობა, დახმარება იდეების შემუშავებაში და შესაბამის ბრენდებთან დაკავშირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში, კონტენტის შემქნელები ყოველთვიური შემოსავლის სახით, 5 000 დოლარს მიიღებენ.

ამისათვის საჭიროა, მსურველებმა 31 მარტამდე გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ფორმა, რომელიც გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს მოითხოვს და ასევე, ინფორმაციას, თუ რა სახის კონტენტს ქმნის კონკრეტული პიროვნება. ასევე, მათ უნდა უნდა წარადგინონ 3 წუთიანი აუდიოს ნიმუში, რომელსაც Clubhouse-ის გუნდი განიხილავს.

ამასთან ერთად, “ქლაბჰაუსმა” ამ დროისათვის ბოლო განახლებაში, კონფიდენციალურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. მომხმარებლები აღარ არიან ვალდებული, სოციალურ ქსელში მოსაწვევების გასაგზავნად, საკუთარ კონტაქტებზე წვდომა გააზიარონ. ახლა შეგიძლიათ, უბრალოდ შეიყვანოთ იმ მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, რომლის მოწვევაც გსურთ.

აზიური ქვეყნების შთამბეჭდავი ყოველდღიურობა – Ryosuke Kosuge-ის ფოტოპროექტი

„ბილაინს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს