in

Clubhouse-ის მომხმარებელთა რიცხვი 8 მილიონამდე გაიზარდა!

ეს აპლიკაციაში ილონ მასკისა და მარკ ზაკერბერგის გამოჩენას უკავშირდება

veon
veon

სოციალურ აუდიო აპლიკაციას Clubhouse 8 მილიონი გლობალური ჩამოტვირთვა აქვს. მობილური ინტერნეტისა და ანალიტიკური ფირმის App Annie-ის შეფასებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 16 თებერვლამდე 3.5 მილიონი გლობალური ჩამოტვირთვა 8.1 მილიონამდე გაიზარდა. ასეთი მკვეთრი ზრდა „ქლაბჰაუსის“ სივრცეში ისეთი ადამიანების გამოჩენას უკავშირდება, როგორიცაა ილონ მასკი და მარკ ზაკერბერგი.

აპლიკაციით გლობალური დაინტერესება აშკარაა. სრული გადმოწერებიდან მხოლოდ 2.6 მილიონი განხორციელდა აშშ-ში. დანარჩენი კი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება.

ალბათ, ყველას ებადება კითხვა, თუ რამდენად მდგრადია ეს ზრდა? სკეპტიკოსების თქმით, „ქლაბჰაუსი“ იდეალურია მათთვის, ვისაც დიდხნიანი საუბარი სურს. ძირითადად კი აქ გამართული ბევრი საუბარი უბრალოდ მოსაწყენია. ასევე, ისინი ფიქრობენ, რომ ახალი აპლიკაცია ე. წ. Hustle კულტურას ავითარებს, რასაც ასევე ნეგატიურად უყურებენ – ის ზრდის გაღიზიანებას, რადგან მცირდება ძილის პერიოდი და მუშაობის ეფექტურობაც იკლებს.

ზოგიერთი ადამიანი კი ეჭვქვეშ აყენებს სოციალური აუდიო აპლიკაციების მოთხოვნადობას მას შემდეგ, რაც მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდება.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სკეპტიკური შეხედულებებისა, ფაქტი ერთია – „ქლაბჰაუსს“ დიდი პოტენციალი აქვს, ჩაანაცვლოს სხვა სასაუბრო ქსელები. მისი მომავალი კი ჯერჯერობით ბუნდოვნად რჩება, ნამდვილად უცნობის პანდემიის დასრულებასთან ერთად როგორ შეიცვლება აუდიო სოციალური აპლიკაციისადმი მოთხოვნა.

ადამი და ევა, ბაბილონის გოდოლი, პანდორას ყუთი – BMW-ს პოსტერები „მათთვის, ვინც ვერ ხვდება, როდის გაჩერდეს“

რატომაა ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?