in

გიგანტური მორიელის ფორმის გეიმინგ სავარძელი

veon
veon

კომპანია Cluvens-ის მიერ შექმნილი გეიმინგ სავარძელი IW-SK გიგანტურ მორიელს მოგაგონებთ და დიახ, კომპანიის მიზანიც ეს იყო. Cluvens-ის ვებგვერდს თუ დავეყრდნობით, მასზე ულტრაფართე, 49 ინჩიანი მონიტორის მოთავსებაა შესაძლებელი, ან სამი 27 ინჩიანი მონიტორის. სავარძელზე მათი მიერთება HDMI/DP კაბელებითაა შესაძლებელი. IW-SK-ის წონა 120 კილოგრამია, სიგრძე 165 სანტიმეტრი, სიფართე 119 სანტიმეტრი, ხოლო სიმაღლე 2 მეტრი. თუ ამ პარამეტრებს გავითვალისწინებთ, სახლში მის მოსათავსებლად ერთი პატარა კუთხე ნამდვილად არ გეყოფათ.

სავარძლის მართვა კლავიატურის დახმარებითაა შესაძლებელი. ანუ, როგორც გამოსახულებებზეც ხედავთ, შეგიძლიათ გიგანტური მორიელი თქვენთვის მოსახერხებელ ჯდომის პოზას მოარგოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დაშორება მონიტორიდან. სავარძლის შესაძლებლობები ამით არ მთავრდება, ღილაკზე ერთი დაჭერით, მას შეუძლია მასაჟი გაგიკეთოთ, ან გაგათბოთ. IW-SK-ის ფასი კი $3,299-ია. (თუმცა, CNET-ის ცნობით, Alibaba-ზე ეს სკამი $1,900 ღირს).

გუშინ რეკლამისტი, დღეს ანტირეკლამისტი – გიგა ხატიაშვილის ამბავი

კომპანია SOLVIT-ი Amazon AWS-ის პარტნიორი გახდა, მათი პირველი ერთობლივი ვებინარი 29 სექტემბერს