in

სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია CMC 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამშენებლო პროექტების მართვის უმსხვილესი კომპანია სიემსი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს! ამ თარიღს კომპანია განსაკუთრებულად ხვდება – მისი დაფინანსებით სიემსიში მომუშავე 100 თანამშრომელი, ოთხი დღით, ბარსელონაში მიემგზავრება.

„სიემსის წარმატება ჩვენი გუნდური და თანმიმდევრული შრომით არის განპირობებული. ჩვენთვის თანამშრომლები ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. ამიტომაც სიემსი-ს ერთგულების დასაფასებლად ამ ფორმით დასვენების საშუალების მიცემა გადავწყვიტეთ“, – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერიძე.

სიემსი 2009 წელს დაარსდა. დღეისთვის, მის პორტფელში 150-ზე მეტი დასრულებული და 20-მდე მიმდინარე პროექტი ერთიანდება. პროექტის ჯამური სამშენებლო ფართი 3 მილიონ მეტრ კვადრატია. კომპანიას, რომელიც 100-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, ნებისმიერი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეუძლია.

15 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართული ოთხდღიანი მოგზაურობა ბარსელონაში კომპანიის მხრიდან მადლიერების გამოხატულებაა მისი თანამშრომლებისადმი. ეს ღონისძიება არის ერთგვარი გუნდური შეკრება, რაც კომუნიკაციისა და ურთიერთობების გამტკიცების საშუალებას ქმნის.

სიემსის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი გუნდის ლოიალობა და პროფესიონალიზმია. 15 წლის განმავლობაში, კომპანიამ უამრავი წარმატებული პროექტი განახორციელა და საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კომპანია სიემსი საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. მან დამატებითი პროექტები სომხეთში, სერბეთში, ხორვატიაში, გერმანიაში და შეერთებულ შტატებში აიღო. გუნდმა არაერთ მიზანს მიაღწია და წინ კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმები აქვს!

[R]

როგორ დავეხმაროთ თანამშრომელს პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი“ იწყება