22
May
2013

პროფესიული პროგრამა Certified Marketing Executive (CME ®)

22 May 2013

CME certificationMARNET Associates LLC წარმოგიდგენთ სამ დონიან საერთაშორისო სერტიფიცირების სრულ სასწავლო პროფესიულ პროგრამას მარკეტინგში –  Certified Marketing Executive (CME ®). პროგრამის მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge. საერთაშორისო პარტნიორია Sales & Marketing Executives International, Inc. [SMEI], მსოფლიო ლიდერი მარკეტინგში პროფესიული სერტიფიცირების საკითხში.

დღევანდელი ბიზნეს გარემო მარკეტინგის მენეჯერს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. დღეს აღარ არის საკმარისი თეორიულად შეისწავლო, ან მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება გქონდეს მარკეტინგის რომელიმე ერთ ვიწრო მიმართულებაში. დღეს ყველა წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობაა ჰყავდეს მარკეტინგის აღმასრულებელი, რომელსაც მარკეტინგის ყველა ძირითად მიმართულებაში აქვს დაბალანსებული ცოდნა, აღჭურვილია პრაქტიკული უნარებით და არა მხოლოდ.

Certified Marketing Executive (CME ®) წარმოადგენს საქართველოში პირველ სრულ და ვრცელ სასწავლო პროგრამას მარკეტინგში. CME ® მიზნად ისახავს მოამზადოს საჭირო ცოდნით, პრაქტიკული უნარებით, ხედვით, გამოცდილებით, კავშირებით, ინსტრუმენტებითა და აღიარებული საერთაშორისო სტატუსით აღჭურვილი სერტიფიცირებული მარკეტინგის აღმასრულებელი. სრული პროგრამა მოიცავს 3 დონეს:

CME ® Level 1: ხუთი საბაზო ინტენსიური სასწავლო მოდული ქართულ ენაზე, 105 საათი საერთო ხანგრძლივობა, 42 სესია თითოეული 2.5 საათი;

** მოდული 1: მარკეტინგის საფუძვლები;
** მოდული 2: ეფექტური პრეზენტაცია;
** მოდული 3: მარკეტინგის სტრატეგია;
** მოდული 4: მარკეტინგული კვლევა და მარკეტინგული დაზვერვა;
** მოდული 5: ონლაინ მარკეტინგი და სოციალური მედია;

CME ® Level 2: ხუთი პრაქტიკული ინტენსიური მოდული ქართულ ენაზე, 130 საათი საერთო ხანგრძლივობა, 46 სესია თითოეული 2.5 საათი;

** მოდული 6: კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, Service+;
** მოდული 7: ბრენდის შექმნა და მართვა;
** მოდული 8: პრაქტიკული მარკეტინგი: ქეისები და სავარჯიშოები;
** მოდული 9: სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია;
** მოდული 10: მარკეტინგის გეგმის შედგენა;

CME ® Level 3 – საერთაშორისო სერტიფიცირება: 60 საათიანი ინტენსიური ინგლისურენოვანი მოსამზადებელი პროგრამა, 20 სესია თითოეული 3 საათი. საერთაშორისო სერტიფიკატზე გამოცდა ინგლისურად ტარდება ინტერნეტით;

ვისთვისაა Certified Marketing Executive (CME ®) პროგრამა?

  1. ვისაც სურს მარკეტინგის სრული და ვრცელი სასწავლო პროგრამის გავლით სრულად, საფუძვლიანად და დაბალანსებულად შეისწავლოს მარკეტინგის მენეჯერის პროფესია, ამ სფეროში არსებული ყველა ძირითადი მიმართულებით;
  2. ვისაც სურს მოიპოვოს თავისი ცოდნისა და უნარების საერთაშორისო აღიარება CME ® სერტიფიცირების გავლის გზით და ამით გეგმავს დაწინაურებას არჩეულ პროფესიაში/კარიერაში;
  3. ვისაც სურვილი აქვს მარკეტინგის მხოლოდ ზოგიერთ კონკრეტულ მიმართულებაში აიმაღლოს კვალიფიკაცია;

17 ივნისს იწყება Certified Marketing Executive (CME ®) პირველი დონის პირველი მოდული. ქვემოთ მოცემულია 5 მოდულის განრიგი:

** მოდული 1: მარკეტინგის საფუძვლები – 17 ივნისი-12 ივლისი;
** მოდული 2: ეფექტური პრეზენტაცია – 15-26 ივლისი;
** მოდული 3: მარკეტინგის სტრატეგია – 29 ივლისი-14 აგვისტო;
** მოდული 4: მარკეტინგული კვლევა და მარკეტინგული დაზვერვა – 2-18 სექტემბერი;
** მოდული 5: ონლაინ მარკეტინგი და სოციალური მედია – 25 სექტემბერი-9 ოქტომბერი;

პირველი დონე დასრულდება 9 ოქტომბერს. ოქტომბერშივე ჩატარდება CME ® Level 1 სასერტიფიკატო გამოცდა და დაიწყება CME ® Level 2 და CME ® Level 3.

CME ® ვებსაიტი: www.marketing.ge/cme.php

CME ® ბროშურა, სადაც მოცემულია პროგრამის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ფასებიც, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ:

www.marketing.ge/cme_brochure.pdf

CME ® ბროშურა, სადაც დეტალურადაა მოცემული SMEI-ის CME® მოსამზადებელი პროგრამა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ:

www.marketing.ge/smei_cme_brochure.pdf

პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

MARNET Associates LLC
ნათია დეისაძე, პროგრამის დირექტორი
ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, 4-ე სართული, ოთახი B407
ც. დადიანის 7, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 032 26-717-26
მობ: +995 95 717-573
[email protected]
www.marketing.ge

 

განხილვა