in

CMG: ახალი ნაბიჯები უძრავი ქონების მარკეტინგში

როგორ შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

დღევანდელ ბაზარზე ინდივიდუალურობის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა – განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიზუალური კომუნიკაციის უმეტესობა ერთნაირ, გენერირებულ ესთეტიკაზეა აგებული და პროცესების გამარტივებას ყველა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს…

დღეს, როცა ტექნოლოგიური სიჩქარე და ავტომატიზაცია ვიზუალურ კომუნიკაციაში ერთგვარად სტანდარტულ, ემოციას მოკლებულ ენას აყალიბებს, ინდივიდუალობის შენარჩუნება იშვიათი გამონაკლისია. სწორედ ამ ფონზე, CMG-ის გუნდმა გადაწყვიტა კომუნიკაცია მოერგო არა ტრენდებს, არამედ შინაარსს – აირჩია ხელით შექმნილი ილუსტრაციები, მეტი ადამიანური სითბო და ნაკლები სისტემურობა.

ასე შეირჩა ფერები, ხაზები და განწყობები – იქ, სადაც მეტი სითბოა და ნაკლები ალგორითმი. მეტი ემოცია, ნაკლები პრაგმატიზმი. ეს მიდგომა იდეალურად დაემთხვა კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ პროექტს – Piazza Residence-ს, სახლს, რომელსაც თან დაჰყვება ძველი ბათუმის სული და ქალაქური ავთენტურობის ხიბლი…

არასტანდარტულ კამპანიაზე, რომელმაც ციფრულ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოიპოვა, ვესაუბრეთ CMG-ის დირექტორს, სოფიო წულაძეს.

როგორ გაჩნდა ანიმაციის იდეა?

უკვე 2 თვეზე მეტია, რაც Central Management Group-ის აუდიტორიამ გაიცნო ნინა – კრეატიული კამპანიის მთავარი პერსონაჟი, რომელიც ძველ ბათუმში, პროექტ Piazza Residence-ში ცხოვრობს. ნინას ამბავი და ბათუმური ყოველდღიური თავგადასავლები ხელით დახატულ ანიმაციებში ვითარდება. იდეას წინ უძღოდა ჩვენი შეხვედრა მხატვარ ნინა მასალკინასთან, რომელმაც სატესტოდ შეგვიქმნა ერთი ანიმაციური სიუჟეტი. პერსონაჟი იმდენად რეალური იყო, რომ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით ერთ ნახატზე – ასე გადაიქცა იდეა ვრცელ ანიმაციად, სადაც ხედავ, როგორ ცხოვრობს Piazza Residence-ში ჩვენი პერსონაჟი – ნინა. სტანდარტული მესიჯების ნაცვლად, შევიტანეთ ემოცია, ფერები, ქართული მუსიკა.

რატომ ჩათვალეთ, რომ ეს იდეა გაამართლებდა?

ეს იდეა ერთგვარი რისკიც იყო. როცა პროდუქტი მაღალბიუჯეტიანია და გათვლა სერიოზულ ინვესტიციაზე გაქვს, ანიმაციის გამოყენება გარკვეული ავანტიურაა. თუმცა ინდივიდუალიზმი რჩება ერთადერთ გზად, რომ ნამდვილი კავშირი შეიქმნას აუდიტორიასთან:

უყურებ ანიმაციას და გესმის ზღვის შრიალი, გრძნობ პიაცას აივანზე მირთმეული ბათუმური ყავის სურნელს, გესმის ძველი ბათუმის უბრანული ხმა და საღამოს შეკრებილი მეგობრების წრეში აჟღერებული – „ბათუმს ქათქათას“… რა უნდა იყოს ამაზე რეალური და ხელშესახები? ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აქცია პერსონაჟმა ნინამ თავისი ბათუმური ზღაპარი რეალობად.

უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ სპეციფიკურია და დიდი ვარიაციის საშუალებას არ იძლევა – მომხმარებელს პირველ რიგში აინტერესებს, თუ კონკრეტულად რას მიიღებს – მონეტარული თვალსაზრისით. ემოციის, ხმების, ფერების, მელოდიისა და თუნდაც ყავის სურნელზე გათვლის გაკეთება სარისკო იყო – თუმცა ჩვენთვის ეს გზა ღირდა. ნინას ბათუმური ზღაპარი Piazza Residence-ში გახდა CMG-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. მეტიც – ნინას ისტორია აქ სულაც არ სრულდება, პირიქით – ყველაფერი ახლა დაიწყო.

ანიმაციის ილუსტრატორი, ნინა მასალკინა, აღნიშნავს: „ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორია ცხოვრება Piazza Residence-ში – როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რა არის მისი ყოველდღიურობის რიტმი, როგორ ერწყმის თანამედროვე სტილი ძველი ბათუმის ესთეტიკას. ეს პროცესი მხოლოდ ვიზუალიზაცია არ არის – ეს არის სივრცის ინტუიციური გააზრება.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ორიგინალურ გადაწყვეტამდე მივედით CMG-ის გუნდთან ერთად. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა პროცესის განუყოფელი ნაწილია, ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებულ სიღრმესა და მნიშვნელობას ატარებს.“

CMG-თვის ეს მიდგომა არა მხოლოდ ესთეტიკური არჩევანია, არამედ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ დღევანდელ ბაზარზე უძრავი ქონების მომხმარებელი გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ მხოლოდ ტექნიკური პარამეტრებით – ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბრენდის ღირებულებებს, დამოკიდებულებასა და კომუნიკაციის ფორმას.

„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური წარმოჩენა, არამედ ისიც, რომ აუდიტორიამდე მივიტანოთ Piazza Residenceში ცხოვრების ემოცია და გამოცდილება,“ –  აღნიშნავენ CMG-ში.

[R]

Switch 2 – როგორ გააგრძელა ახალმა კონსოლმა Nintendo-ს მემკვიდრეობა

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია