მოდით, ვაღიაროთ, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ადამიანები ნივთებს ონლაინ მაღაზიებიდან იწერენ. ალბათ, თქვენც მათ შორის ხართ და ხშირად საუბრობთ ფასებზე… მაგრამ საიდან ხვდებით, რომ ეს ფასი კარგია? სწორედ აქ იკვეთება CNET Shopping-ის როლი — ბრაუზერის დამატება, მანამდე ცნობილი, როგორც PriceBlink, გეტყვით, Amazon-იდან, Walmart-იდან, Best Buy-დან, Target-იდან თუ სხვა ონლაინ მაღაზიებიდან სად შეძლებთ ნივთის საუკეთესო ფასად ყიდვას.
CNET Shopping-ის დაინსტალირება ონლაინ შოპინგისას ფულის დაზოგვის სამი გზის გახსნას ნიშნავს, რადგან ამისთვის სწორედ სამი ძირითადი ფუნქცია აქვს. აი, როგორ მუშაობს ისინი:
შედარება: დაინსტალირების შემდეგ იგი იმ გვერდზე გაააქტიურეთ, რომელზეც პროდუქტია და CNET Shopping ინტერნეტში უკეთესი შეთავაზებების ძიებას დაიწყებს. შესაძლოა, სულ უშეცდომო ინფორმაციები არ მოგაწოდოთ, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიებში არსებული ფასების შესანიშნავ სურათს ნამდვილად მოგცემთ. მსგავსად, მალევე მიხვდებით, კარგ ფასად ყიდულობთ პროდუქტს თუ ამისთვის სხვა საიტს უნდა ესტუმროთ.
კუპონების მაძიებელი: რამდენჯერ გაგიგიათ გვიან, რომ კუპონებით, უფასო ონლაინ ფასდაკლებებით შეგეძლოთ გესარგებლათ? CNET Shopping ამ ინფორმაციას მყისიერად მოგაწვდით.
ფასზე თვალყურის დევნება: რაღაცის ყიდვა გინდათ, მაგრამ ფასდაკლებას ელოდებით? თუ Add Price Alert-ის ღილაკს დააწვებით, ეს პროცესი ბევრად გამარტივდება — ნივთი თქვენს პირად ე. წ. თვალყურის დევნების სიაში დაემატება, ხოლო როცა ფასი დაიკლებს, შეტყობინებასაც გამოგიგზავნით.
CNET Shopping-ის დაინსტალირებას ამ ლინკზე გადასვლით შეძლებთ.