უკვე ათწლეულებია, მეცნიერები საკამათო თეორიას განიხილავენ, რომლის ცნობიერების ფენომენის ახსნა კვანტური ეფექტებით შეიძლება. ახლად ჩატარებული კვლევა სწორედ ამ იდეის გამყარებას ეძღვნება.
აშკარაა, ცნობიერების ბუნება დიდი ხანია გვაინტერესებს. არსებობს იდეა, რომ კვანტური ფიზიკის უჩვეულო კანონები, რომლებიც სამყაროს მართავს, ჩვენს ცნობიერებასაც განსაზღვრავს და ამიტომაც ვართ ცნობიერი არსებები.
1990-იან წლებში ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა და ანესთეზიოლოგმა სტიუარტ ჰამეროფმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ პაწაწინა მიკროტუბულებს, ღრუ მილებს, რომლებიც მცენარეთა და ცხოველთა უჯრედების „ჩონჩხებს“ ქმნიან, დრო-სივრცის სტრუქტურის დარღვევა შეუძლიათ. ეს კვანტური მექანიკის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რის მიხედვითაც, ფიზიკურ სისტემას, ერთდროულად ორ მდგომარეობაში არსებობა შეუძლია.
სუპერპოზიციების ეს ფენომენი ცნობიერებას არსებობას დასაშვებს ხდის. ერთ-ერთ ბოლო ექსპერიმენტში ჯეკ ტუზინსკის ხელმძღვანელობით, კანადის ალბერტას უნივერსიტეტის ჯგუფმა დაადგინა, რომ საანესთეზიო საშუალებები მიკროტუბულებს ჩარჩენილი შუქის ხელახლა გამოსხივების შესაძლებლობას იმაზე მოკლე დროში აძლევს, ვიდრე აქამდე ეგონათ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკულ ხაფანგში მოხვედრილი სინათლე ხელახლა ასხივებდა უცნაური შეფერხების შემდეგ. ეს პროცესი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შეიძლება კვანტური წარმოშობის იყოს. საანესთეზიო საშუალების გამოყენებით, ეს შეფერხება მნიშვნელოვნად შემცირდა. გამოდის, შესაძლოა, სწორედ აზროვნება იყოს შეფერხების უკან.
„ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ცნობიერებასთან ამ კავშირის შესწავლას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება, სწორედ ეს ფენომენი უშვებს ცნობიერების არსებობას“, — განმარტავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ვლატკო ვედრალი.