in ,

როგორ წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანია? – უმსხვილესი ბრენდების გამოცდილება ლოგოს შექმნის საკითხში

არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც დიდი კომპანიები მზად არიან, დახარჯონ კოლოსალური თანხები ლოგოს შესანიშნავი დიზაინის შესაქმნელად. როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, გაიხსენონ თქვენი ლოგო, იმ ჭარბი ინფორმაციის ფონზე, რასაც ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ვიღებთ, მეტი შანსია, რომ ისინი აირჩევენ თქვენს ბრენდს.
წარმატებული ბრენდებისგან საკმაოდ ბევრია სასწავლი. უმეტეს შემთხვევაში, ლოგოს შექმნის პირველი მცდელობებისას, ისინი არ იყვნენ უნაკლო დიზაინზე ორიენტირებულნი. ამ სტატიაში ვეცადეთ, წარმოგვედგინა რამდენიმე კარგი მაგალითი, ლოგოს დიზაინის მნიშვნელობის წარმოსაჩენად. ძნელია, გქონდეთ აქ ჩამოთვლილ კომპანიებთან მიახლოებული ბიუჯეტი, თუმცა, შეგიძლიათ, გაიზიაროთ მათი გამოცდილება. თუ თქვენ ქმნით ახალ ბრენდს, ან თქვენი კომპანიის რებრენდინგი გსურთ და შესაბამისად, გნებავთ, გქონდეთ თქვენი საქმიანობისა და ღირებულებების გამომხატველი ლოგო, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

BOG
BOG

მიუდექით მარტივად

როდესაც გინდათ, შექმნათ ლოგო თქვენი ბიზნესისთვის, ერიდეთ ჩახლართული შედეგის მიღებას.
თუ დააკვირდებით FedEx-ის ლოგოს, ის გამოიყურება მარტივად, თუმცა ყურადღებით დათვალიერების შედეგად, შეგვიძლია, შევამჩნიოთ, რომ ლოგოს შიგნით, ასო E-სა და x-ს აერთებს ისარი, რაც მიუთითებს ამ კომპანიის სისწრაფეზე, სიზუსტესა და ორიენტირებულობაზე. ეს აუცილებელი მესიჯია ისეთი კურიერული მომსახურების მქონე ბრენდისათვის, როგორიც FedEx-ია.ფერთა მნიშვნელობა

თქვენი ბრენდის ფერი ნიშნავს მეტს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ზოგიერთ კომპანიას მიღებული აქვს ექსტრემალური ზომები, საკუთარი იდენტობის დასაცავად. ისინი ყიდულობენ თავიანთ ფერს, მიზეზი კი არის ის, რომ ფერი, რომელსაც იყენებს თქვენი კომპანია, არაცნობიერად, თუმცა შედეგიანად ამცნობს სხვებს, თუ რა ღირებულებებს ემყარება თქვენი ბრენდი.
Formula One-მა ლოგოში შავი და წითელი ფერების გვერდიგვერდ მოთავსებით, საკუთარი თავი ცნობილი გახადა, როგორც საშინელი ბრენდი. ამ ლოგოში, შავი სიმბოლურად აღნიშნავს ძალასა და მართვას, ერთგვარ ძალაუფლებას, წითელი კი წარმოაჩენს ვნებას, ენერგიასა და სიჩქარეს. თუ დაკვირვებით შევხედავთ, აქ განყენებულად არის ციფრი 1, იგრძნობა ნეგატიური სივრცე ასო F-სა და წითელ ხაზებს შორის, რაც ლოგოს ერთიან სხეულად აღქმაში გვიშლის ხელს.  

დარჩი ცვალებადი

თქვენი ლოგო უნდა იყოს აღქმადი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას შეუცვლით ზომას ან, დაბეჭდავთ შავ-თეთრ ფორმატში.
Apple-ის ლოგოს შექმნა კომპანიამ დაიწყო საგულდაგულოდ მომზადებული, გადატვირთული დიზაინით. მის პირველ ლოგოში ჩანდა ისააკ ნიუტონი, რომელიც ხის ქვეშ იჯდა და ვაშლს მიირთმევდა. ეს გამოსახულება აღძრავდა გრძნობას, თუმცა, მის გასაგებად, საჭირო იყო მრავალმხრივი დაკვირვება და ინფორმაცია ისტორიული ფაქტის შესახებ. მომავალში, ლოგო გარდაიქმნა მინიმალისტურ, ფერად ფოტოდ, რომელზეც გამოსახული იყო მოკბეჩილი, ფერადი ვაშლი. ეს იყო მანამ, სანამ 1998 წელს, სიმბოლო გამარტივდებოდა და გახდებოდა მონოქრომული.
დღეისათვის, Apple-ის საუკეთესო დიზაინის ლოგო ამოტვიფრულია ამ წარმოების ყველა მოწყობილობაზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ის შეიძლება ამოიბეჭდოს ნებისმიერ ზედაპირზე, ნებისმიერი ზომით. მონოქრომული ვერცხლისფერი იძენს მეტ მნიშვნელობას, მეტ ეფექტურ ღირებულებას, ვიდრე მრავალფეროვანი Apple-ის ლოგო წარსულიდან.  იყავით ფორმაში

თუ თქვენ მოწოდებული ხართ, შექმნათ ლოგოს საუკეთესო დიზაინი, იფიქრეთ ფორმებზე. რომელი სილუეტი ან სტრუქტურა წარმოაჩენს თქვენს ბრენდს შინაარსობრივად?
ლოგოს დიზაინში, ფორმების კრეატიული გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ხატოვანი მაგალითი არის Nike-ის „swoosh”, რომელიც შემუშავდა სტუდენტის მიერ, მოძრაობის გამოსახატად.
კაროლინ დავიდსონს სთხოვეს, შეექმნა ლოგო, რომელიც შეაჯერებდა სისწრაფის იდეას. დღეისათვის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და შინაარსიანი ლოგო. Nike-ის შემქმნელმა ფილ ნაითმა, 1971 წელს, ამ ნამუშევარში მხოლოდ 35$ გადაიხადა.



შეცვალეთ პატარა ზაჰრას სამყარო! – UNHCR-ის კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად

რეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური არ არის! – ALPI-ს შთამბეჭდავი ვიდეორგოლი