სიურრეალიზმის არსებობამ ხელოვანებს საშუალება მისცა, ნებისმიერი სიზმრისეული ფანტაზია რეალობის ნაწილად ექციათ. თანაც მისი წარმოშობა ომისშემდგომ პერიოდს, პოსტპანდემიურ ევროპას უკავშირდება — გარშემო არსებული ნეგატივის ფონზე, ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, რაღაც სხვა სამყარო შეექმნათ… ახლაც არანაკლები სტრესია მსოფლიოში, დაწყებული სხვადასხვა ქვეყანას შორის მიმდინარე ომით, დასრულებული ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული „ჰალუცინაციებით“. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ხელოვნების ამ მიმდინარეობასთან კავშირი არა თუ გაწყდა ათწლეულების განმავლობაში, არამედ პირიქით, გაძლიერდა კიდეც.

ახლა კი სიურრეალიზმის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გრაფიკოს დიზაინერთა გუნდმა 99designs by Vista-მ ჩაატარა კონკურსი — მონაწილეებს თანამედროვე ლოგოები აღნიშნულ სტილში უნდა გარდაექმნათ. თავის მხრივ, მათ შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია ხელოვნურ ინტელექტს.

„სიურრეალიზმი გამოწვევას უქმნის ფართოდ მიღებულ კონვენციებს, ხელს უწყობს შემოქმედებითობას. ასევე, კრიტიკულ აზროვნებას და ჯანსაღ სკეპტიციზმს უპირისპირებს საზოგადოებაში ხშირად წარმოდგენილ რეალობას, განსაკუთრებით ონლაინ და სოციალურ მედიაში“, — აღნიშნა Vista-ს აღმასრულებელი დირექტორი, პატრიკ ლეველინი.



