10
იან
2017

დევიდ ჰესელჰოფი და სხვა ცნობილი მსახიობები AT&T–ის ვიდეორგოლში

10 იან 2017

სამეფო კარის თამაშები, სექსი დიდ ქალაქში, საინფელდი, როკი… ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ცნობილი ფილმი, სერიალი და მსახიობი ერთ სარეკლამო ვიდეორგოლში მოიყრიდა თავს?! ეს მრავალფეროვანი რეკლამა, არც მეტი არც ნაკლები, AT&T–ს ეკუთვნის. ვიდეოს შექმნის მიზანი ერთგული მომხმარებლისთვის არაჩვეულებრივი სიახლის გაცნობაა. 2017 წლიდან, ბრენდის ინტერნეტის სისწრაფე კიდევ უფრო მატულობს და ამასთან, თითქმის ყველა სატელევიზიო არხი ყველგან ხელმისაწვდომი ხდება. ახალ შთამბეჭდავ რგოლზე სააგენტო BBDO–მ იმუშავა.

BOG PLUS

 

მომხმარებელს უკვე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეუძლია უყუროს საყვარელ სერიალს თუ ფილმს, ყოველგვარი შეფერხებებისა და შეზღუდვების გარეშე. ბრენდმა ახალი წელი ნამდვილად ძალიან საინტერესო ვიდეორგოლითა და აქტივობებით დაიწყო.

განხილვა