in

მანქანები „ფორსაჟიდან”, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს

ფილმებში ავტომობილებს ხშირად აქვთ დიდი და გადამწყვეტი როლები, თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ „ფორსაჟის” სერიები ის ფილმია, სადაც ავტომობილების მრავალფეროვანი სახეობები, მათი შესრულების მანერა, სისწრაფე და ტრიუკები, რომლებიც თითქოს უხეშად ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, მაინც ყველა მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მანქანები ამ სერიების მთავარ გმირებად იქცა, კომედიისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ერთობლიობად, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მანქანას „ფორსაჟიდან”, რომლებმაც მაყურებელს თავი განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრეს.

Honda S2000 (მეორე ნაწილიდან)

ეს არის ყველაზე თვალწარმტაცი ავტომობილი, რომელიც გამოჩნდება ფილმის საკულტო გახსნის რბოლაზე. მანქანის ექსტერიერის, ინტერიერის ფერები სპეციალურადაა შერჩეული, რომ პერსონაჟის ჩაცმულობას შეეფერებოდეს. ფილმის სხვადასხვა სცენაში ავტომობილი აკეთებს მიმზიდველ ტრიუკებს – ხტება ხიდზე ისე, რომ თითქოს საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. 

Nissan Skyline R34 GT-R (მეორე ნაწილიდან)

მეორე სერია მხოლოდ ვარდისფერი Honda-თი არაა ცნობილი. Nissan Skyline R34 GT-R არა მარტო ამ ნაწილის, არამედ ზოგადად ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ავტომობილია. ბრაიანის R34 Nissan Skyline GT-R გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანა, რომელიც დიდ ეკრანზე მოხვდა, მისი უნიკალური ვერცხლისფერი და ლურჯი ფერების სქემის, გადაცემათა კოლოფისა და სპორტული აღჭურვილობის წყალობით.

Toyota Supra (პირველი ნაწილიდან)

ეს Mk4 Toyota Supra არის მანქანა, რომლის გარეშეც არ იქნებოდა არც ბრაზილიური ბანკის ძარცვა და იაპონური ღამის სცენები. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ნაკლებადაა ცნობილი, ის არის, რომ შემდგომ გაგრძელებებში ეს ავტომობილი გადააკეთეს და გამოიყენეს, როგორც Slap Jack-ის მანქანა, რომელიც ასევე შეუჩერებელი ძალის სიმბოლოდ იქცა.

Dodge ‘Ice Charger’ (მე-8 ნაწილიდან)

ვინ დიზელის საკულტო პერსონაჟმა ასეთივე საკულტო ავტომობილის როლი შექმნა Dodge Ice Charger-ით. ფილმის ყურებისას ეს ავტომობილი ნამდვილად იქცევს მაყურებლის ყურადღებას და გმირსაც უფრო სანახაობრივს ხდის. ეს არის მოდიფიცირებული ვინტაჟური Dodge Charger, უკანაამძრავიანი მანქანა ძვირადღირებული HRE ბორბლებით, რომელმაც თოვლში სიარულის არაჩვეულებრივი უნარი გამოავლინა.

Gurkha LAPV (მე-5 ნაწილიდან)

ამ მანქანას განიხილავენ, როგორც დუეინ ჯონსონის შესაფერის „მონსტრს”. ავტომობილი 7500 კგ-ს იწონის და უფრო ჯავშანტრანსპორტიორს ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ მანქანას. მართალია, ის დიდი ხნით არ ჩნდება ეპიზოდებში, საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მაყურებელზე და თავს ამახსოვრებს.

Veilside Mazda RX-7 Fortune (სერიაTokyo Drift)

თუ გავითვალისწინებთ, რომ Tokyo Drift შეიძლება იყოს ამ ფილმის ყველაზე ყურებადი სერია, FD Mazda RX-7, რომელიც აქ საკულტო სახეს ქმნის, მაყურებლისთვის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანაა „ფორსაჟის” მთელი სერიებიდან. ის არ არის ჩვეულებრივი Mazda RX-7 Fortune და შეიქმნა სპეციალურად ფილმზე მოსარგებად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში მონაწილეობის შემდეგ მისი რეალურად შეკვეთა გახდა შესაძლებელი იაპონური Veilside-სგან. თავისი ხატოვანი შავი და ნარინჯისფერი ფერებით ის განსაცვიფრებლად გამოიყურება. 

Pontiac Fiero (მე-9 ნაწილიდან)

Pontiac Fiero ფილმის მეცხრე ნაწილში სატელიტის ჩამოგდების გეგმაში მონაწილეობს და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში იჭრება, რადგან მასში ჩამონტაჟებულია რაკეტამავალი. ფილმის გმირები Fiero-ს მეშვეობით წარმატებულ მისიას ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ფილმში მონაწილეობისთვის მოდიფიკაცია 1984 წლის Pontiac Fiero-ს გაუკეთდა და ტურბინის სიმძლავრეზე მუშაობისთვის აეწყო, რათა ოვალურ ჩქაროსნულ ტრასებზე მოხერხებულად ევლო და არა მარტო ევლო, არამედ „ეფრინა” კიდეც.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საუკეთესო იტალიური „პანეტონე“ საირმის საცხობიდან

OpenAI ჰუმანოიდ რობოტზე მუშაობს — განსხეულებული ChatGPT