ახალგაზრდა ქალის თეთრი მარმარილოს ქანდაკება, რომელიც 20 წლის წინ სულ რაღაც 5200 ფუნტად გაიყიდა სასექსში, ბაღის კეთილმოწყობის ფასდაკლებებზე, მოქანდაკე კანოვას ქმნილება აღმოჩნდა. ლონდონის Christie’s-ის ახლანდელ გაყიდვაში მისი ღირებულება 5-დან 8 მილიონ ფუნტამდე იქნება.

Christie’s-ის თანახმად, ითვლება, რომ ეს ნამუშევარი, რომელიც ასახავს მარიამ მაგდალინელს, დასრულდა არტისტის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1822 წელს და დიდი ხნის განმავლობაში ისტორიაში დაკარგულად თვლიდნენ. ბევრი ცნობა ამ ნამუშევარზე არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ნამუშევარი შეკვეთილი იყო იმდროინდელი ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ლორდ ლივერპულის მიერ, რაც ამ იშვიათ ნეოკლასიკურ ქანდაკებას პრესტიჟს ჰმატებს.

„ამ ნამუშევარს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ, ამიტომ აღმოჩენას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს კოლექციების ისტორიისა და ხელოვნების ისტორიისთვის“, – აცხადებს კანოვას მკვლევარი, მარიო გუდერცო.
როგორც ცნობილი გახდა, სკულპტურა ნიუ იორკისა და ჰონგ-კონგის გამოფენებზე იქნება გატანილი და შემდეგ ისევ ლონდონში დაბრუნდება.














