შესაძლოა ბევრი არაფერი გსმენიათ Virgin Media–ს შესახებ, ბრიტანული კომპანიის, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტით, ტელევიზიითა და სატელეფონო მომსახურებებით უზრუნველყოფს, მაგრამ იმ პერსონაჟებს კი ნამდვილად იცნობთ, რომლებიც მის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობენ, ცნობილი ჯგუფი The Black Eyed Peas-იც და მათი ერთ–ერთი ჰიტი “Pump It”–იც ალბათ არავისთვისაა უცხო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის რგოლი “გიჟური” სანახაობაა,- ყველასთვის საყვარელი ფილმების ბოროტი თუ კეთილი პერსონაჟები, ვიდეოთამაშების გმირები და თვით უსაინ ბოლტი, ყველა ერთად არის თავმოყრილი და დიდ რბოლაში ჩართული. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, უსწრაფესი ინტერნეტისა და Wi-Fi-ს რეკლამირებას ემსახურება.












