27
Jul
2016

როგორები იქნებოდნენ სერენა უილიამსი, ლებრონ ჯეიმსი და ნეიმარი ბავშვობაში? – Nike–ის სამოტივაციო ვიდეორგოლი

27 Jul 2016

Elit Electronics


“ჩვენ არ ვწვეტთ, როგორ დაიწყება ჩვენი ისტორია, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ის!”

რიოს ზაფხულის ოლიმპადის წინა ციებ-ცხელება უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და ბრენდები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება ძლიერი, დასამახსოვრებელი სარეკლამო ვიდეორგოლები და კამპანიები მიუძღვნან ამ დიდ მოვლენას. სარეკლამო სანახაობა მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია. მოგეხსენებათ, Nike ის კომპანიაა, რომელსაც არასოდეს “სძინავს” და ამ შემთხვევაშიც ძლიერი სამოტივაციო ვიდეორგოლი მოგვიმზადა. ახალი რგოლი, ოლიმპიადასთან ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვისაც იქცევა შთაგონების წყაროდ.

 

 

ყველა იცნობთ ნეიმარს. სერენა უილიამსსა და ლებრონ ჯეიმსზე ხომ კითხვის დასმაც კი უხერხულია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთ დროს ყველა ჩვენგანივით ახალშობილის საწოლში იწვნენ და საბავშვო მელოდიებს უსმენდნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენსავით არ ჰქონიათ საშუალება გადაეწყვიტათ, რომელ ქვეყანაში დაბადებულიყვნენ. არც მათთვის უკითხავთ, რა სახელის დარქმევას ისურვებდნენ. მოკლედ ისინიც, როგორც ყველა ახალშობილი, არჩევანის უფლებას სრულიად მოკლებულნი მოევლინენ ამ ქვეყანას. სამაგიეროდ, როდესაც არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ, საუკეთესო აირჩიეს და თავიანთი ცხოვრება თავად შექმნეს.

ვიდეორგოლის მთავარი მოქმედი პირი, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, მსახიობი ბობი კანავალეა. სწორედ ბობის შემართებული ხმა და მოწოდება ჩაესმით ბავშვებს მოსაწყენი საბავშვო მელოდიის ნაცვლად.

გარდა იმისა, რომ ვიდეორგოლი ძალიან ძლიერია და ნამდვილად შთამაგონებელი, ამასთან ძალიან სახალისოცაა იმის ნახვა და წარმოდგენა თუ როგორები შეიძლება ყოფილიყვნენ პატარა სერენა, ლებრონი და ნეიმარი.

განხილვა