in ,

რა არის CNPS და როგორ უნდა გამოიყენოთ ის, რომ უკეთესი დამსაქმებელი ბრენდი გახდეთ

საინტერესოა, რას ფიქრობენ კანდიდატები იმ კომპანიებზე, რომლებსაც ვაკანსიები აქვთ გამოცხადებული, ან თავად კომპანიები თუ დაინტერესებულან ოდესმე, როგორ ახდენს გავლენას ეს მათ რეკრუტინგულ საქმიანობაზე.

ამ სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ თქვენი კანდიდატის გამოცდილების გაგება პოტენციური თანამშრომლის პერსპექტივიდან დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. Candidate Net Promoter Score (CNPS) დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ისეთ შედეგებს, რომლებიც კანდიდატს თქვენთან მუშაობას მოანდომებს.  

რა არის CNPS და როგორ გამოითვლება?

ძირითადი მეტრიკა, რომელიც თქვენს კომპანიას შეუძლია გამოიყენოს იმის გასაზომად, თუ როგორ აფასებენ კანდიდატები თქვენი დაქირავების პროცესს. თქვენი, როგორც დამსაქმებლის ბრენდის იმიჯის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რას ეტყვიან ეს კანდიდატები სხვებს იმ შთაბეჭდილების შესახებ, რაც თქვენს კომპანიაზე დარჩათ. CNPS გამოითვლება კანდიდატების გამოკითხვით, 0-დან 10 ქულამდე შკალით და მთავარი კითხვაა: „ურჩევდით თუ არა მეგობარს ამ კომპანიაში დასაქმებას”. პასუხები სამ ჯგუფად იყოფა:

  1. კანდიდატები, რომლებიც კითხვარს პასუხობენ 9 ან 10 ქულით, პრომოუტერები არიან, რომლებიც, დიდი ალბათობით, მეგობარს ურჩევენ თქვენთან დასაქმებას.
  2. კანდიდატები, რომლებიც პასუხობენ 7 ან 8 ქულით, ნეიტრალური, ანუ პასიურები არიან.
  3. კანდიდატები, რომლებმაც უპასუხეს 0-დან 6-მდე, თქვენი მოწინააღმდეგეები არიან და, სავარაუდოდ, არავის ურჩევენ თქვენთან დასაქმებას.

როგორც წესი, კომპანიები ახორციელებენ CNPS გამოკითხვას პირველი გასაუბრების შემდეგ, თუმცა ამ გამოკითხვის ჩატარება კანდიდატის მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. 

3 მიზეზი, თუ რატომ გაზომოთ CNPS თქვენს ორგანიზაციაში:

CNPS აუმჯობესებს კანდიდატის გამოცდილებას. უკუკავშირის მიწოდების ხერხის მიწოდებით, HR და რეკრუტინგის გუნდებს შეუძლიათ, გაარკვიონ, რა არ მუშაობს კარგად და შემდგომ გააუმჯობესოთ.

CNPS-ს შეუძლია გაზარდოს კანდიდატის კონვერტაცია დროთა განმავლობაში

CNPS-ის გამოკითხვით, ორგანიზაციებს შეუძლიათ, გააუმჯობესონ მომართვიანობა და ხელი შეუწყონ დამსაქმებლის ბრენდის განვითარებას.

CNPS დადებითად მოქმედებს ბიზნესზე

თქვენი CNPS შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საორიენტაციო ნიშანი თქვენი კონკურენტების ან სხვა ორგანიზაციების წინააღმდეგ. მათთვისაც კი, ვინც სამუშაოს არ იშოვის, კანდიდატები უფრო მეტად შეინარჩუნებენ ურთიერთობას თქვენს კომპანიასთან და კარგ გამოცდილებად დარჩებათ თქვენთან გადაკვეთა.

როგორც გამოცემა Talent Board გვეუბნება, იზრდება იმ კანდიდატების რიცხვი, რომლებიც თავს არიდებენ ისეთ კომპანიასთან ურთიერთობას, რომელთანაც ცუდი გამოცდილება აქვთ. 

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია Rakuten Viber

iOS 18 ახალი ემოციების ნაკრებით გამოვა