in

“უფრო ახლოს” – კავკასუს ონლაინის ახალი კამპანია [EXCLUSIVE]

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ კავკასუს ონლაინის ახალ კამპანიას.

ახალი ვიდეო-რგოლის გმირებს განსხვავებულ გარემოში ვხედავთ – სახლში, ქუჩაში, სავარჯიშო დარბაზში. ქალაქში ღამდება და პერსონაჟებს საყვარელი გმირების ჩრდილები „ედევნებიან“. პროექტის ავტორების თქმით ფილმის, მუსიკალური კლიპის ან სპორტული თამაშის ყურების შემდეგ, მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს მიგვყვება. „კავკასუს ონლაინის“ საშუალებით კინოგმირები, მუსიკოსები, სპორტსმენები მუდამ ჩვენ გვერდით არიან.

კამპანია მხოლოდ სარეკლამო რგოლს არ მოიცავს, უკვე მეორე კვირაა, რაც ქალაქის მასშტაბით “კავკასუს ონლაინის” კუთვნილი საკომუკიაციო ჭები იხატება. ნახატების სკეჩებზე წინასწარ შერჩეული მხატვრები და დიზაინერები მუშაობენ და პროექტისთვის უფრო მასშტაბური სახის მისაცემად ფეისბუქ კონკურსიც ჩატარდა, სადაც ყველას მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
Caucasus Online
გამარჯვებულები
პროექის კრეატიული კონცეფცია და განხორციელება სააგენტო – Windfor´s Communication-ს ეკუთვნის!

“Coca-Cola”-ს საკოლექციო ტანსაცმლის ახალი ხაზი

“Diesel” დასცინის ყველას და საკუთარ თავს