in

კ(მ)ედლის მეორე მხარე – ანუ რატომ უნდა დაპორტირდეთ კავკასუსში

მარკეტერის მკითხველს კარგად ახსოვს სილქნეტის რეკლამა სადაც აქცენტი “მედლის”(ნახეთ სტატია) მეორე მხარეზე კეთდება. დღეს მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ უკვე “კედლის” მეორე მხარეს!

ვიდეოს კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Windfor’s ეკუთვნის.

მარკეტერი კავკასუს ონლაინის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს – ეკა კახიძეს ესაუბრა:

კლიპის მიზანია მომხმარებელთან კომპანიის ახალი აქციის შესახებ კომუნიკაცია და მათი ინფორმირება, რომ აქციის ფარგლებში 1 აგვისტომდე კავკასუს ონლაინის ქსელში ჩართული მომხმარებლები ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებენ 1 სექტემბრამდე. სარეკლამო რგოლი ნათლად ასახავს კავკასუს ონლაინის ინტერნეტ სერვისის უპირატესობას – სტაბილური, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურება, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური კომფორტისთვის. კავკასუს ონლაინი არ ივიწყებს თავის ერთგულ მომხმარებლებს და ივლისიდან მათაც სთავაზობს სასიამოვნო სიურპრიზებს.

დაპორტირდი კავკასუს ონლაინზე!

OUTDOOR LIONS – Cannes 2014

კახა მაღრაძე – GEPRA (Spotlight 2014)