in ,

როგორ იცვლებოდა კავკასუს ონლაინი და რას ფიქრობენ ბრენდის ყოფილი შემქმნელები

კავკასუსი ცვლილება

კავკასუს ონლაინის ლოგო ბოლო წლებში ამ თანმიმდევრობით რამდენიმეჯერ შეიცვლა. მასთან ერთად ბრენდის სხვა ელემენტებიც, პოზიციონირება და კონცეფცია განახლდა.

კავკასუსი ცვლილება

კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი ნიკა ჭიაურელი ამბობს, რომ კომპანიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმა დაისახეს. მისი თქმით, ეს გეგმა კომპანიის გეოგრაფიულ გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

“გეოგრაფიული გაფართოება” – რეგიონებისა და დიდი ქალაქებისთვის მაღალტექნოლოგიური მომსახურების მიწოდება უკვე დაიწყო: თბილისისა და რუსთავის შემდეგ, ფოთი მესამე ქალაქია, სადაც კავკასუს ონლაინი მომხმარებელს ე.წ. Triple Play-ს, მაღალი ხარისხის ოპტიკურ ინტერნეტს, IP ტელევიზიასა და ტელეფონს შესთავაზებს.

გეოგრაფიულ გაფართოებასთან ერთად, კავკასუს ონლაინი თვისობრივ ცვლილებებს გეგმავს და პოზიციონირებას ცვლის: ეს არის ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის მომსახურება მისაღებ ფასად.

კომპანიაში ამბობენ, რომ პოზიციონირების ცვლილებასთან ერთად, რებრენდინგის საჭიროებაც დადგა. მათი თქმით, თუ წლების მანძილზე , ”კავკასუს ონლაინს” პრემიუმ ბრენდად აღიქვამდნენ, ახალი ბრენდიგით სურთ მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებული დისტანცია დაირღვეს და მარტივი და ხელმისაწვდომი ბრენდი გახდეს.

”რამდენადაც ბრენდი კორპორატიული იმიჯია და ყველაფერი, რასაც კომპანია აკეთებს უნდა პასუხობდეს ბიზნესის ფასეულობებსა და მიზნებს, გადაწყდა ბრენდის, მისი იდენტობის და ლოგოს, როგორც ბრენდის იდენტიფიკატორის ცვლილებაც, რაც მიმდინარე სიახლეების ვიზუალური ასახვა უნდა ყოფილიყო.

ლოგოს ცენტრალური ელემენტი კომპანიის სახელწოდების საწყისი ასოებისგან შემდგარი გლობუსია. ამ კონცეფციას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ გლობუსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამყაროსთან კავშირის უნივერსალური სიმბოლოა. ლოგო ამავდროულად თანამედროვე და მარტივად აღქმადია, რაც კომპანიის ახალ კორპორატიულ მიჯს მთლიანად შეესაბამება”.

”კავკასუსის” რებრენდინგი ამჯერად კომპანია Windfor’s-ს ეკუთვნის. მანამდე კი Branding.ge-მ გააკეთა. მაშინაც შეიცვალა ლოგო, კონცეფცია და პოზიციონირება. ”ქალაქში კარგი ინტერნეტია” – ეს იყო მაშინ მათი მთავარი სათქმელი.

ლევან კობერიძე ბრენდინგ.ჯიBranding.ge-ს დირექტორი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ”კავკასუსის” ამჟამინდელი პოზიციონირება ძირეულად შეცვლილი არ არის და წინა რებრენდინგის დროსაც მთავარი იყო ”კავკასუსი” ყველასათვის ხელმისაწვდომ ბრენდად ქცეულიყო.

”მაშინ ლოგო იყო ფერადი, რითიც გამოვხატეთ შემდეგი: ”გაიფართოვე თვალსაწიერი” ანუ ვამბობდით, რომ ინტერნეტი არის წინსვლის, თავის გამოხატვის საშუალება. თანაც, უნდა ყოფილიყო ხარისხიანი და თუ მაშინდელ გაყიდვებს გადავხედავთ, ”კავკასუსის” აღქმა ნამდვილად იყო ასეთი.

რაც შეეხება ბრენდის პოზიციონირებას, ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ სიახლეა. მაშინაც ბრენდის ძირითადი პოზიცია იყო მარტივი და სახალხო. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ”ქალაქში კარგი ინტერნეტია”. სიჩქარე ”კავკასუსმა” 5 მეგაბაიტამდე გაზარდა. თან ისე, რომ ფასი იგივე დარჩა.

რეალურად, ნამდვილად უფრო მეტად სახალხო და მარტივად მისაწვდომი გახდა. მაშინ ”კავკასუსის” მთავარი კონკურენტი ”სილქნეტიც” იძულებული გახდა ინტერნეტის სიჩქარე აეწია. და საბოლოოდ, მათი აბონენტებიც მოგებულები დარჩნენ”.

”კავკასუსის” ახალ ლოგოზე, ლევან კობერიძე ამბობს, რომ ეს გემოვნების საკითხია და ვიღაცას, შესაძლოა მეტად მოწონდეს და ვიღაცას ნაკლებად. რამდენად წარმატებული იქნება ზოგადად, რებრენდინგი, მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. თუ კომპანია მომხმარებელს გაჩენილ მოლოდინს არ გაუმართლებს, მხოლოდ ლოგოტიპის ცვლილება წარმატებას ნაკლებად მოიტანს.

”ზოგადად, მინდა ვთქვა, ერთი ტენდენცია რაც ამ ბოლო დროს აღინიშნება: როცა კომპანიაში მენეჯმენტი იცვლება, მაშინვე იწყება ლოგოს, პოზიციონირების ცვლილება. თუ განსაკუთებით დრამატულ პრობლემები არ არის, ვერ ვხედავ ცვლილების საჭიროებას. თანაც, თუნდაც, ლოგოს შეცვლის აუცილებლობა გარკვეულმა კვლევბმა უნდა ”აჩვენოს” და მაშინაც კი ჯობია ეს ცვლილებები ევოლუციური იყოს და არა რევოლუციური”.

”ბევრი თვლის, რომ ვებ-გვერდები 200 ლარიდან კეთდება” – Flash.ge

ავეჯის მაღაზია

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, შობის ღამეს მარტო არ უნდა შეხვდე! -IKEA