in

Coach საგაზაფხულო კოლექციას AI-ით შთაგონებული რეკლამით გვაცნობს

Coach-მა საგაზაფხულო კოლექციისთვის ახალი სარეკლამო კამპანია ჩაუშვა, რომელიც ინსპირაციას ხელოვნური ინტელექტისგან იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამაში რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის არსებული ზღვარი წაშლილია — აქ რეპერ Lil Nas X-ს ნახავთ ციფრულ მოდელ Imma-სთან ერთად, რომლებიც პასტელურ სამყაროში წაგიყვანენ, ცენტრში გიგანტურ ჭადრაკის დაფასაც შეხვდებით. 

BOG

როგორც გვეუბნებიან, ეს ახალი კამპანიის მხოლოდ პირველი თავია და აქ მალე ბრენდის ელჩებს კამილა მენდესს, ლი ჯუნგის, კოკისა და ვუ ჯენიანს შევხვდებით. Coach-ში ამბობენ, რომ პროექტის ინსპირაცია ახალგაზრდა თაობის განმარტებისგან მოდის, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი

„კამპანია ჩვენი მომხმარებლების შთაგონებას ისახავს მიზნად, რათა ეძიონ ყველა შესაძლებლობა, თუ ვინ შეუძლიათ იყვნენ, მიუხედავად იმ დაძაბულობებისა თუ მოლოდინებისა, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება იგრძნონ. ჩვენთვის Imma შესანიშნავი ელჩია ამბის მოსაყოლად, რადგან იგი გამოწვევის წინაშე აყენებს იმას, თუ რა შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ დღეს რეალურად. ჩვენს კამპანიაში ასახულ მის მოგზაურობას ახალ სამყაროში მივყავართ, რომელიც თვითგამოხატვის საზღვრებს ანგრევს და შთაგვაგონებს“, — აცხადებს სანდიპ სეთი, Coach-ის მარკეტერი.

CashBack-ისა და VISA-ს გაზრდილი ქეშბექის გაზაფხულის აქცია იწყება!

Adobe-ს ახალი მოდელი ტექსტურ მოთხოვნებს მუსიკად აქცევს