in

31 მაისს ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა იწყება

„ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც თავისი საქმე უყვარს, ოდესღაც დგება მომენტი, როცა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვასაც უნდა გაუზიაროს“ . . . ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა – სერტიფიცირებული სასწავლო პრაქტიკული პროგრამაა, რომელსაც ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი ხელმძღვანელობს. ის საქართველოში ფსიქოლოგიური ტრენინგ – ცენტრის დამფუძნებელი, აკადემიკოს მ.ს. ნორბეკოვის სასწავლო გამაჯანსაღებელი სისტემის წარმომადგენელი და ტრენერ – პრაქტიკოსია.

BOG
BOG

ქოუჩინგის სკოლას სწორედ ის პროფესიონალები გაუძღვებიან, ვისთვისაც პიროვნული ზრდა და პრაქტიკული ფსიქოლოგია ცხოვრების განუყოფელი სტილია. სწავლა 31 მაისს იწყება “.

სკოლის ხელმძღვანელის თქმით, პროგრამის მიზანია პროფესიონალი ქოუჩებისა და სპიკერების გაზრდა – ჩამოყალიბება, რომლებიც საპატიო ადგილს დაიკავებენ არსებულ ბაზარზე.

„პროგრამა აგრეთვე სასარგებლო იქნება: PR, HR ,SALE მენეჯერებისთვის; პიროვნულ ზრდაზე და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის; პოლიტიკისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენელთათვის; მათთვის ვისაც უნდა, გაიუმჯობესოს მეტყველება, დაეუფლოს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, დახვეწოს პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარები, ისწავლოს საკუთარი სიტყვების მსმენელის გულამდე მიტანა, გახდეს პედაგოგი, მწვრთნელი, მასწავლებელი, ტრენერი, რომელსაც თაობების ფასეულობების შეცვლა შეუძლია“.

სკოლაში, წინასწარი გასაუბრებით, 20 წელს გადაცილებული ნებისმიერი პროფესიისა და განათლების მქონე ქართულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქე მიიღება.

„პროგრამის დასკვნითი ნაწილი მიცავს სამოტივაციო, წინა საახალწლო ტრენინგ – ტურნეს საქართველოს ქალაქებში. სკოლის დასრულებისას თითოეულ მონაწილეს გადაეცემა როგორც საერთაშორისო სერტიფიკატი, ისე მიღებული განათლების შესატყვისი დიპლომი. ქოუჩებისა და სპიკერების საერთაშორისო ასოციაცია აპირებს ითანამშრომლოს სკოლის კურსდამთავრებულებთან. სპიკერ – სკოლის მონაწილეთათვის ჩვენს მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტრენინგზე დასწრება თავისუფალია 2018 წლის განმავლობაში“.

მთავარი მიზანი

„სხვა ქვეყნებში მინახავს საკმაოდ ტევადი პროგრამით გაჯერებული მსგავსი სკოლები და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ საქართველოში არ იყო. რა საკვირველია, თბილისში არა ერთი ქოუჩინგის სკოლაა. თუმცა, მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი პირადად რომ მუშაობს 54 საათი  თითოეული მონაწილის მეტყველებაზე და მიწოდების მანერაზე, ამერიკის ნეირო ლინგვისტიკური საზოგადოების ვარსკვლავი მადიტა ქოუჩინგსა და ინდივიდუალური მუშაობის მიდგომებს, აღმოსავლური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი კი სხეულის და ენერგიის ფლობას ასწავლის, ასეთი სკოლა, მე ვფიქრობ, ამ დროისათვის, პირველია. უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია ზოგადი ასტროლოგიის ცოდნაც, იმისათვის, რომ ზუსტად გაიგო, როდის ხარ ენერგიული, როდის გაქვს შანსი ყველაფერი გააფუჭო, როდის უნდა დაიწყო ან არ დაიწყო ახალი საქმე, როდის „იგეგმება“ შენს ცხოვრებაში შენგან დამოუკიდებელი თავგადასავლები და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა, თუ რა არის შენი მისია და რაზე უნდა იმუშაო საკუთარ თავში – ამას პირადი და ინდივიდუალური მუშაობისას შეიტყობს თითოეული მონაწილე.

ადამიანის ენერგია და მისი ანბანი . . . 

„ეს ძალიან სერიოზული თემაა. და ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინფორმაციის დახვეწა, დაკონსპექტება, იმისათვის რომ სკოლის თითოეულ მონაწილეს ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენება ვასწავლოთ. სტილი, იმიჯი, მაკიაჟი, ვარცხნილობა – #1 ატრიბუტი, სანამ ხმას ამოვიღებთ. როცა იმიჯი სწორადაა შერჩეული, როლში შესვლაც უფრო მარტივია და რეკორდის მოხსნაც. მარკეტინგს, ბრენდინგს და თვითპიარსაც შევეხებით, რადგან ამ ადამიანებმა მომავალში თავიანთი თავი აუდიტორიას უნდა შესთავაზონ. რა საკვირველია, სპიკერობის გაკვეთილებიც გვექნება და თანაც ძალიან მსუყე. მაგრამ მხოლოდ მშრალი ცოდნა იმისა „სწორად“ რა  და როგორ ილაპარაკო, დარბაზში მსხდომ ადამიანებს სულში ცეცხლს ვერ დაუნთებს და ცხოვრების საკუთარი ხელით შექმნის ხასიათზე ვერ დააყენებს. სკოლის ფარგლებში, თითოეული მონაწილე შეადგენს და დახვეწს თავის ტრენინგს თუ საჯარო გამოსვლას და 2018 წლის დეკემბერში ჩვენ ყველას ერთად გველოდება ტრენინგ – ტურნე საქართველოს ქალაქებში.

[პარტნიორის კონტენტი ]

გამოათავისუფლეთ ადგილი იმისთვის, რაც გიყვართ! – IKEA-ს ვიდეორგოლი

დედამიწას უცხოპლანეტელები უახლოვდებიან! – Kit Kat-ის სახალისო ვიდეორგოლი