in

Coat-19 – ერთჯერადი პირბადებიისგან შექმნილი ქურთუკი

ქურთუკი ნათლად მიანიშნებს იმ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიას უკავშირდება

პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უზარმაზარი ცვლილებები გამოიწვია. ეს ცვლილებები გარემოსაც ეხება – უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, პლასტმასას  გადაჭარბებული რაოდენობის გამოყენება ფიქსირდება, იქნება ეს სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი ბოთლები თუ სხვ. ეს კი საგრძნობლად ზრდის დაბინძურების დონეს.

ამასთანავე, ყოველდღიურად უამრავ ფოტოს თუ რეალურ კადრს ვხედავთ, როგორ დაცურავს სამედიცინო ნიღბები წყალქვეშა არსებებთან ერთად… როგორ ყრია ქუჩაში პირბადეები, სამედიცინო ხელთათმანები – თავის დასაცავად განკუთვნილი ნივთებით კვლავ საკუთარ გარემოს ვუქმნით საფრთხეს. ამ საკითხის ხაზგასასმელად, დიზაინერებმა ტობია ზამბოტიმ და ალექსი საასტამინენმა Coat-19 შექმნეს – ქურთუკი, რომელიც გადაყრილი ერთჯერადი ნიღბებისგან, ორგანული ბამბისა და გამჭვირვალე გადამუშავებული პლასტიკისგანაა დამზადებული.

დიზაინერებმა ისლანდიაში დაახლოებით 1500 ცისფერი ნიღაბი შეაგროვეს, საფუძვლიანი დეზინფექცია ჩაუტარეს და ჰელსინკში გაგზავნეს, სადაც არაჩვეულებრივი Coat-19 შეიქმნა. ქურთუკის გარე ფენა გამჭვირვალე, წყალგაუმტარი ბიო პლასტიკისგან შედგება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შიგნით არსებული ერთჯერადი ნიღბები იხილოთ. მართალია, მისი ვიზუალი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ის ყოველთვის შეგვახსენებს იმას, რაც რეალურად ხდება პანდემიასთან დაკავშირებით…

ანაზღაურების მომატების გარდა, კიდევ რა გზით შეგვიძლია თანამშრომლებისთვის ბედნიერი გარემოს შექმნა?

ჩვენი გართობა ცხოველებს ვნებს! – პრინტ კამპანია