5
ივლ
2012

Coca-Cola მოდის სამყაროს დასაპყრობად ემზადება

5 ივლ 2012

როდესაც მარკეტინგის ყველა მწვერვალი დაპყრობილია, რაღა რჩება?! მოდის სამყარო, რომელსაც CoCa-CoLa  ალბათ მალე დაიპყრობს.

სარეკლამო კამპანია რომელიც Coca Cola-მ 2011-2011 წლებში  წამოიწყო, ერთი შეხედვით წამგებიანი უნდა ყოფილიყო. Coca Cola-ს  Karl Lagerfeld-ის გარეშეც წარმატებული გაყიდვები აქვს, შეიძლება ითქვას ყველაზე წარმატებული, მაგრამ როდესაც გაქვს ფუფუნება,  მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დიზაინერმა,  ყველაზე ცნობილ გამაგრილებელ სასმელს საკუთარი დიზაინი შესთავაზოს და ბოთლს უკვე მხატვრული ღირებულება შესძინოს  “why not, let’s do it”.  აღსაღნიშნავია ისიც რომ, სწორედ Diet Coca Cola-ს ბოთლები გააკეთა Karl Lagerfeld-მა, რომელიც დიეტის და მუდმივად ფორმაში ყოფნის ეტალონია. ( ერთი ბოთლის ფასი 3.5 ევრო )

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ სიახლის შემდგეგ Coca-Cola-მ  თანხები არ დაიშურა და განაცხადა:

” ამიერიდან ჩვენი კრეატიული დირექტორი Jean-Paul Gaultier იქნება”.

 

 

 

 

 

 

 

 

კიდევ  ერთი  ახალი ნაბიჯი მოდის სამყაროსკენ, CoCa-Cola Fashion  – საზაფხულო ტანსაცმლის კოლექცია. ყველასთვის ხელმისაწვდომი ”street style” ტანსაცმელი, რომელიც CoCa-Cola-ს და საზღვაო ფერებშია გაფორმებული, ასევე  აქსესუარებიც: სათვალეები, მზის ქუდები, ბენდენები, ჩანთები .  პირველი კოლექციის პრეზენტაცია 2012 წლის ზაფხულში ბრაზილიაშია დაგეგმილი, ბრაზილიური სანაპიროები ხომ  ყველაზე კარგად ერგება CoCa-CoLa – ს პოზიტიურ სლოგანს. რეკლამის სახეები ცნობილი  მსახიობები იქნებიან. პრეზენტაცია ბრაზილიიდან მსოფლიოს ყველა ცნობილ სანაპიროზე გადაინაცვლებს.

განხილვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.