6
Sep
2019

Coca-Cola-ს $1 მილიარდიანი ინვესტიცია აფრიკაში

6 Sep 2019

​„კოკა-კოლა“, სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. კომპანიის რეგიონალური ჯგუფის პრეზიდენტის ბრუნო პიეტრაჩის თქმით, პროექტებს, აქ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში განახორციელებენ.

Independent-ის ცნობით, „კოკა-კოლას“ ხელმძღვანელმა, ამის შესახებ, World Economic Forum (WEF)-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც აფრიკის რეგიონის განვითარებას ეძღვნებოდა.

„ადგილობრივ ბაზარს ჯგუფისთვის [„კოკა-კოლასთვის“] დიდი პოტენციალი გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკა, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე იმ 10 რეგიონს შორისაა, სადაც კომპანიას ზრდისა და მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“

ბრუნო პიეტრაჩის თქმით, $1 მილიარდის ინვესტიცია, ბაზარზე, ახალი პროდუქტების წარდგენას, წარმოების გაფართოებას, ახალი სატვირთო ავტომობილების შეძენას, ინოვაციების დანერგვასა და მათ მხარდაჭერას მოხმარდება.

„გვჯერა, რომ აფრიკა, [კომპანიისთვის] ზრდის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება როგორც გაზიანი, ისე სხვა სასმელების ბაზრისთვის“.

განხილვა