in

სანტა კლაუსი 1931 წლიდან „კოკა-კოლას“ საახალწლო შეფუთვაზე დაბრუნდა

„კოკა-კოლამ“ საახალწლო შეფუთვის დიზაინი გაასაჯაროვა. შეფუთვაზე 1931 წელს, ჰედონ სანბლომის მიერ, „კოკა-კოლასთვის“ დახატული სანტა კლაუსის გამოსახულებაა დატანილი. კომპანიის ინფორმაციით, სპეციალური შეფუთვით, პროდუქცია 12 ნოემბრიდან გამოვა გასაყიდად.

BOG
BOG

დიზაინის ცვლილება ეხება კლასიკურ და დიეტურ „კოკა-კოლას“. ახალი შეფუთვის გამოსვლას ემთხვევა „კოკა-კოლას“ საახალწლო ქარავნის გამოჩენა. როგორც ცნობილია, ქარავანში შემავალი სატვირთო მანქანები მოივლიან 24 ქალაქს ბრიტანეთში და დაარიგებენ 240 000 ბოთლ სასმელს. სატვირთოები აღჭურვილი იქნება სპეციალური კონტეინერებით. მომხმარებელს საშუალება ექნება გადაყაროს გამოყენებული ბოთლები და შესაბამისად, ხელი შეუწყოს მეორადი ჭურჭლის გადამუშავებას.

გასულ წელს, საახალწლოდ „კოკა-კოლას“ გამაგრილებელი სასმლის შესაძენად, მომხმარებლებმა 265 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯეს. კომპანიაში სჯერათ, რომ საახალწლო შეფუთვა პროდუქტს ახალ გრძნობებსა და განწყობას მატებს.

წყარო: sostav.ua

2019 წლის Toyota Corolla

„საფერავის ფესტივალი“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია“ ვაშინგტონში