7
Jun
2019

„კოკა-კოლა“ „2 ნაბიჯში“ ბრუნდება

7 Jun 2019

კომპანია „კოკა-კოლა“ მაღაზიათა ქსელ „2 ნაბიჯში“ ბრუნდება. ზუსტ ვადებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, თუმცა, Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით,  გააგრილებელი სასმელი, მათ დახლებზე, წლის ბოლომდე გამოჩნდება.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, კოკა-კოლა“ არის ნომერ პირველი სასმელი მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოში. სიმართლე გითხრათ, მე ვერც კი წარმომედგინა, რომ „2 ნაბიჯთან“ ასეთი საკითხი დაისმებოდა. ახლა გვაქვს მოლაპარაკებები. ეს ბიზნესია და რაღაცნაირად უნდა მოვერგოთ ერთმანეთს. „2 ნაბიჯი“ საკმაოდ დიდი ქსელია, თავისი მომხმარებლები ჰყავს და იქ „კოკა-კოლა“ აუცილებლად უნდა იყოს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვარღვევთ იმ ბიზნეს პრინციპებს, რაც გვაქვს. „კოკა-კოლა“ აუცილებლად იქნება „ორ ნაბიჯში“, მაგრამ ეს მოხდება ურთიერთპატივისცემის და არა პრინციპების დათმობის ხარჯზე, დავთმობთ იმ დონემდე, რა დონემდეც ჩვენს თავმოყვარეობას, ბიზნესს, შემოსავლებს და პრესტიჟს შეეფერება“, – ამბობს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ „კოკა-კოლა“ ამ მაღაზიათა ქსელში, თითქმის, ერთი წელია აღარ იყიდება. მიზეზი, ორივე კომპანიისთვის მისაღებ პირობებზე შეუთანხმებლობა იყო.

 

განხილვა