in

Coca-Cola-ს ქილის ახალი დიზაინი — “2022 FIFA World Cup Champions”

როგორც 2022 წლის მუნდიალის ოფიციალურ სპონსორს, Coca-Cola Company-ს დაევალა, გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდოების სერია შეემუშავებინა. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი ხალხისთვის „თასის“ შექმნა იყო, როგორც სურვილის ობიექტის, რომლის მიღებაც მხოლოდ ჩემპიონებს შეუძლიათ.

BOG
BOG

ამ წარმატების განცდას Coca-Cola ახალი შეფუთვით გამოხატავს — ლამაზი, ოქროსფერი და მბზინავი ქილა. ასევე, მდიდრული სასმლის შეფუთვაზე ამოტვიფრულია მსოფლიო ჩემპიონატის თასის გამოსახულება და წარწერა “2022 FIFA World Cup Champions”.

„სახალხო თასი“ მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე ნულოვანი შაქრის ვარიაციებს. „ის არა მხოლოდ ყველას აძლევს ჩემპიონობის განცდის საშუალებას, არამედ სავსეა ყველა იმ მომენტით, როდესაც ჯადოსნურობის რწმენა რეალობად იქცა“, — აცხადებს ბრენდი.

P.S. თუ უკვე დაიწყეთ იმის გარკვევა, სად შეგიძლიათ ახალი ქილის ყიდვა, იმედს გაგიცრუებთ და გეტყვით, რომ ის მხოლოდ არგენტინაში გამოვა.

პირადი არქივით შექმნილი ემოციური ვიდეორგოლი მამა-შვილობაზე

ნახეთ: ფლამინგოების გადაფრენის ამსახველი ფოტოები