კოკა-კოლა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისა და პარაოლიმპიადის გულთბილი კონცეფციით შთაგონებულ ახალ დიზაინებს გვთავაზობს, რომელთა მთავარი გზავნილი კაცობრიობის ერთიანობისა და თანადგომის სურვილია.
საოცარია, როცა მსოფლიო ერთიანი ხდება. კოკა-კოლას ქილაზე საკულტო ლოგოსთან ერთად, გამოსახულია ჩახუტების სცენა. აღსანიშნავია მთავარი ეფექტი, როდესაც ორ ჭიქას გვერდიგვერდ ვათავსებთ, ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს ერთმანეთს ეხუტებიან. სამი ფრანგი მხატვრის — ლორა ნორმანდის, აურელია დიურანის და ბრუნო მანგიოკუს მიერ შექმნილი ამაღელვებელი გამოსახულებები გამოხატავს გაზიარებისა და თანადგომის სურვილს, ადამიანთა კავშირისა და ინკლუზიურობის „ნამდვილ მაგიას“ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე.
ჩახუტება Paris 2024 წლის ოლიმპიადის მთავარი სავიზიტო თემაა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორ სცილდება სპორტი საზღვრებს და აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.