in

Coca-Cola-მ საახალწლო კამპანია AI-ით განაახლა

BOG
BOG

არ გეგონოთ, რომ უცბად ადგნენ, ხელოვნური ინტელექტის სისტემისთვის დეტალური მოთხოვნა დაწერეს და ეს გამოფინეს ბილბორდებზე… კვლავ გვეუბნებიან, რომ სამყაროს უფრო მეტი სანტა სჭირდება, თუმცა ამასთან, მცირე ცვლილებებსაც გვთავაზობენ. AI-ის დახმარებით, ჩვენთვის საყვარელი Holidays Are Coming-ის სიუჟეტი განაახლეს — კლასიკური ვიზუალები და სადღესასწაულო განწყობა კვლავ იგივეა, თუმცა კოკა-კოლამ ხელოვნური ინტელექტი რეკლამისთვის ახალი, თანამედროვე ხედვის შესაძენად გამოიყენა. 

ბრენდმა AI გამოცდილებაც შესთავაზა გულშემატკივრებს, რათა მათ სანტასთან ინტერაქციის საშუალება მისცეს. ამასთან, შესაძლებლობა, შექმნან თოვლის პერსონალიზებული ანიმაციები, რომელთა გაზიარებასაც მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის შეძლებენ. 

თუმცა მთავარი აქცენტი კვლავ კოკა-კოლას საკულტო საშობაო ქარავანზე კეთდება — კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი გაერთიანებული სამეფოს მთავარ ქალაქებს შემოივლის და თითოეულ ვიზიტორზე FareShare-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას მიაწვდის საკვებს, რომელიც, თავის მხრივ, შიმშილის წინააღმდეგ იბრძვის. მათი მიზანია, საშობაო სეზონზე მილიონამდე ადამიანი გამოკვებონ…

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა, კოკა-კოლამ სადღესასწაულო განწყობა სხვა ქვეყნებშიც შეიტანა და კლასიკურ ბრენდინგს საშობაო ელემენტები დაამატა. სწორედ ამიტომ ვხედავთ კოკა-კოლას ტალღოვან ლოგოზე სანტას მარხილს და ქილებს, რომლებზეც ნაძვის ხის სათამაშოებია დახატული.

სად გაქრა „აუდის” ცნობილი 4 რგოლი? იხილეთ სტატიაში

PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა!