24
Jul
2019

Coca-Cola ალკოჰოლურ სასმელს უშვებს

24 Jul 2019

„კოკა-კოლა“ ალკოჰოლურ სასმელს გამოუშვებს. ეს პირველი შემთხვევაა ბრენდის ისტორიაში, როცა მომხმარებელს, ამ ტიპის პროდუქტს შესთავაზებს – აქამდე კომპანია მხოლოდ გაზიან/უგაზო გამაგრილებელ სასმელებს აწარმოებდა.

Photo Credit: CNN

როგორც კომპანიის სპიკერმა სკოტ ლეისმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, ლიმნის ექსტრაქტით დამზადებული, მსუბუქი ალკოჰოლიანი სასმელი 2019 წლის ოქტომბერში გამოვა და ჯერჯერობით, მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება. თუ ვიზუალურად შევხედავთ, ახალი პროდუქტის შეფუთვას, თითქმის, არაფერი აქვს საერთო Coca-Cola-სთან.

„კოკა-კოლამ“ 2018 წელს, იაპონიის უკიდურეს სამხრეთით, ერთ-ერთ პატარა კუნძულზე, შეზღუდული რაოდენობით, ეს პროდუქტი, საცდელად გამოიტანა გასაყიდად. სასმელი 3%-დან 7%-მდე ალკოჰოლს შეიცავდა. სკოტ ლეისის თქმით, მათი ახალი პროდუქტი, იაპონიაში ძალიან პოპულარული, ალუმინის ქილაში ჩამოსხმული chu-hi-ს მსგავსია.

ამ ეტაპზე, კომპანიაში ფიქრობენ, რომ Coca-Cola-ს ალკოჰოლური სასმელი იაპონური ბაზრის ექსკლუზივი იქნება.

„არ ვთვლით, რომ, ამ ეტაპზე, ჩვენს ალკოჰოლურ სასმელს მსოფლიოს სხვა ქვეყანაშიც ელოდებიან. აქ კულტურა იმდენად უნიკალური და სპეციფიკურია, პროდუქტები, რომელიც იაპონური ბაზრისთვის იქმნება, ხშირად, მხოლოდ აქვე რჩება“.

თუმცა, გამორიცხული არ არის, „კოკა-კოლას“ ლიმნის ექსტრაქტით დამზადებული ალკოჰოლური სასმელი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდეს.

 

განხილვა