13
Jun
2019

Coca-Cola ყავის ბაზრის დასაპყრობად ემზადება

13 Jun 2019

Coca-Cola-მ ბრიტანული Costa Coffee-ის ბრენდით ცივი ყავა გამოუშვა. ეს მათი პირველი ერთობლივი პროდუქტია და როგორც თავად ამბობენ, წლევანდელი ზაფხულის მთავარი გამაგრილებელი საშუალება იქნება. 

Coca-Cola-მ ყავის ბრენდის, Costa Coffee-ს ქსელი, დაახლოებით, ერთი წლის წინ, $5.1 მილიარდად შეიძინა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სურდათ, ყავის კატეგორიაში თავიანთი სიტყვა ეთქვათ და მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაეკავებინათ. ამისთვის კი, „კოკა-კოლას“ მენეჯმენტის აზრით, Costa Coffee-ს პლატფორმა იდეალური იქნებოდა.

გამოცემა Beveragedaily-ის ინფორმაციით, ახალი Costa Coffee RTD [Ready To Dreank – ცივი ყავა] 250 მლ-იანი ქილებით იყიდება და 3 სხვადასხვა სახეობისაა: კლასიკური ლატე (ესპრესოსა და რძის კომბინაცია), ლატე კარამელით (ესპრესოს, რძისა და კარამელის სიროფის კომბინაცია) და შავი ამერიკანო. ერთი ქილა სასმელი, 90-120 კალორიამდე შეიცავს.

როგორც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლები ამბობენ, პროდუქტი, უახლოეს მომავალში, მათივე სადისტრიბუციო ქსელით გავრცელდება. ჯერჯერობით, უცნობია, რომელი ქვეყნებში შევა პირველად Costa Coffee RTD – კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ბრენდი, რაც შეიძლება სწრაფად „მოედება“ მთელს მსოფლიოს. 

განხილვა