in

AR ტექნოლოგიით მოთხრობილი სახალისო ამბები – კოკა-კოლას ქეის სთადი

BOG
BOG

კოკა-კოლამ გამოუშვა კამპანია, დამატებითი რეალობის, იგივე AR, დახმარებით. იმისათვის, რომ ვიდეორგოლების ნახვა შეძლონ, მომხმარებლებმა კამერა კოკა-კოლას თუნუქის ქილას უნდა მიუშვირონ. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ 12 სხვადასხვა ისტორია, რომელიც ვიდეორგოლის სახით გამოუშვა კომპანიამ. ზოგი ამბავი ფეხბურთის გულშემატკივარ ორ ბიჭუნაზეა, რომლებიც დრამის შეჯიბრს აწყობენ, მეორეგან პოპკორნს მიირთმევენ…  სარეკლამო კამპანია შეიმუშავეს სააგენტოებთან Ogilvy Mexico და VFX house Timber ერთად. ყოველ ისტორიაში გათამაშებულია მცირე დრამა, რომელიც კოკა-კოლას ქილის გარშემო ვითარდება. ანიმირებული პერსონაჟები შექმნილი სიტუაციიდან ეძებენ გამოსავალს. კამპანიის გარდა, კოკა-კოლამ გამოუშვა ვიდეორგოლი, სადაც პერსონაჟების 3D ფორმატში შექმნაა აღწერილი.

Polaroid-ის მოწყობილობა ფოტოებს თქვენი სმარტფონიდან დაბეჭდავს

როგორ ებრძვის თამაში “მონოპილია” ქალთა დისკრიმინაციას?