16
Nov
2018

“კოკა-კოლას” პოლარულ დათვებს 25 წელი შეუსრულდათ

16 Nov 2018

კობი
კობი

თეთრ დათვებს, რომლებიც “კოკა-კოლას” რეკლამებში ხშირად გვხვდებიან, ოცდახუთი წელი შეუსრულდათ. პირველი ვიდეორგოლი, პოლარული დათვების მონაწილეობით, 1993 წელს გამოჩნდა. რეკლამამ, სახელწოდებით “ჩრდილოეთის ნათება” პოპულარობა მალევე მოიპოვა, ისევე, როგორც თავად დათვებმა. “კოკა-კოლას” ეს პერსონაჟები კრეატიულმა სტრატეგორმა კენ სტიუარტმა გამოიგონა. შთაგონება კენმა თავისი ლაბრადორისგან მიიღო, რომელიც ყოველთვის პოლარულ დათვს აგონებდა. უკვე ოცდახუთი წელია, ეს დათვები “კოკა-კოლას” ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. “ჩრდილოეთის ნათება” ანიმაციურმა სტუდიამ Rhythm & Hues და საკომუნიკაციო სააგენტომ CAA შექმნეს, ხოლო ახალ საახალწლო რეკლამაზე სააგენტომ David Sao Paulo იმუშავა.

განხილვა

2 Responses

  1. 31/12/2018

    […] უკვე ოცდახუთი წელია, ეს დათვები “კოკა-კოლას” ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. პირველი ვიდეორგოლი, პოლარული დათვების მონაწილეობით, 1993 წელს გამოჩნდა. რეკლამამ, სახელწოდებით “ჩრდილოეთის ნათება” პოპულარობა მალევე მოიპოვა. იუბილესთან დაკავშირებით, “კოკა-კოლამ” დათუნიებზე კიდევ ერთი ანიმაცია გამოუშვა. […]

  2. 16/03/2019