in

Coca-Cola-ს ბრენდის ახალი იდენტობა მსოფლიო მარკეტინგული სამყაროს განხილვის თემად იქცა

ნებისმიერი ბრენდისთვის რებრენდინგი ან ვიზუალური იდენტობის განახლება გარდამტეხი მომენტია, თუმცა 140-წლიანი ისტორიის მქონე გიგანტებისთვის, რომლებსაც ათწლეულების გავლენა უმაგრებთ ზურგს, მოლოდინი ბევრად მაღალია. გასაკვირი არაა, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა Coca-Cola-ს ახალ გლობალურ ვიზუალურ იდენტობას, რომლის თამამმა ნაბიჯებმა სოციალური ქსელები და დიზაინერების საზოგადოება მყისიერად აალაპარაკა.

BOG
BOG

ვიზუალური განახლება და გლობალური ხედვა

განახლებულ დიზაინში ბრენდმა შეინარჩუნა თავისი უცვლელი წითელ-თეთრი პალიტრა, თუმცა შეიტანა მნიშვნელოვანი სიახლეები – მაგალითად, ლოგოს წარწერა ქილაზე ვერტიკალურად შეატრიალა, ხოლო შრიფტის ფერები ყველა გემოსთვის გააერთიანა, მათ შორის Coke Zero-ზეც, სადაც ადრე შავი ასოები გამოიყენებოდა.

ამასთან, ვიზუალი კიდევ უფრო მეტად გამოხატავს ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოს – თეთრ ტალღას, რომელიც ბუნებრივად ერწყმის როგორც სტატიკურ ბილბორდებსა და ქილებს, ისე დინამიკურ ვიდეოკონტენტს.

კომპანიაში მიიჩნევენ რომ იმ ელემენტებზე დაყრდნობით, რაც ხალხს უკვე უყვარს, ბრენდი ქმნის ზრდის მყარ საფუძველს და ამავდროულად ინარჩუნებს საკუთარ ხელწერას.

ტრენდი

დიზაინის ყველაზე განხილვადი დეტალი Brody Associates-ის მიერ შექმნილი სერიფული შრიფტი აღმოჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მასში მყისიერად დაინახეს მსგავსება Marlboro-ს ცნობილ ლოგოსთან. თემის ირგვლივ დისკუსია სწრაფად გაშლითა, რადგან ბევრმა აღნიშნა, რომ ტკბილი სასმელების მწარმოებელი კომპანიის ვიზუალი ხალხს სიგარეტს არ უნდა ახსენებდეს.

ეს შედარება განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა იმ ფონზეც, როდესაც სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობდა „მაცივრის სიგარეტის“ ტრენდი – ხუმრობითი ტერმინი, რომლითაც მომხმარებლები ყოველდღიური მცირე სიამოვნებისთვის განკუთვნილ ყინულივით ცივ Diet Coke-ს მოიხსენიებდნენ. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა იხუმრა კიდეც, რომ ბრენდმა ეს ტრენდი პირდაპირ გაითვალისწინა და გაზიანი სასმელი ოფიციალურად აქცია ახალი ეპოქის სიგარეტად.

ბრენდის იდენტობასთან დაკავშირებული ნოსტალგია

მიმებისა და ხუმრობების მიღმა, ექსპერტები ახალი იდენტობის მთავარ ღირებულებას საკუთარი ისტორიის გაცოცხლებაში ხედავენ. დიზაინში ბრენდმა კვლავ მიაპყრო ყურადღება Arden Square-ის კონცეფციას, რომელიც 1969 წელს Lippincott & Margulies-მა შეიქმნა. ამრიგად, Coca-Cola-მ პატივი მიაგო საკუთარ მემკვიდრეობას და ამავდროულად, გამოიყენა ნოსტალგიური მარკეტინგიც, რომელიც თანამედროვე მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარულია.

წყარო: Fastcompany

რატომ უჭირთ კრეატიულ გუნდებს თამამი იდეების გაჟღერება

როგორ შეიქმნა METI Protein Bar-ის ვიზუალური ბრენდინგი